ზაფხულის აჯიკა, რომელიც ნებისმიერ კერძს უხდება

1001

ცხარეს მოყვარულებს ეს რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ. ეს აჯიკა შეიცავს ძალიან ბევრ მწვანილს.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 1კგ
  • ბულგარული წიწაკა 100გ
  • მწარე წიწაკა 100გ
  • ნიორი 100გ
  • მწვანილი – კამა, ოხრახუში, ქინძი
  • მარილი 1,5 სუფრის კოვზი

მომზადება

პომიდორს მოაშორეთ ძირი.

წიწაკას მოაშორეთ თესლი.

ბოსტნეული გამოატარეთ ხორცსაკეპში.

მე მწვანილს ყოველთვის ვაშორებ უხეშ ღეროებს. ნიორიც გაასუფთავეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში მწვანილთან ერთად.

გამოგივათ ბევრი წივენი. მე ვასხამ სითხეს და ვყინავ, ვიყენებ ხარჩოს მზადებისას. მიღებულ ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.

აჯიკა მზად არის.

ეს აჯიკა ძალიან მარტივი მოსამზადებელია, როგორც იცით უხდება ყველა კერძს.

გემრიელად მიირთვით!