ზარმაცი ტოლმა, რომელიც გაგიმარტივებთ ვახშმის მომზადებას

725

სამსახურის შემდეგ დაბრუნებულს ძალიან რთულია კერძის მომზადება. მინდა შემოგთავაზოთ ზარმაცი ტოლმის რეცეპტი, რომელსაც უსწრაფესად მოამზადებთ. დამიჯერეთ ძალიან მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 600გ ფარში
  • 100გ ბრინჯი
  • 400გ კომბოსტო
  • 1 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი
  • 300მლ წყალი
  • მარილი და სანელებლები

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ბრინჯი. დაასხით ცხელი წყალი 10-15 წუთი, მანამდე მოამზადეთ სხვა პროდუქტები.

2.დააქუცმაცეთ კომბოსტო. ამ საქმეში ბლენდერი დაგეხმარებათ.

3.გამწურეთ ბრინჯი, დაუმატეთ ფარშს, კომბოსტოსთან, სახამებელთან და ბრინჯთან ერთად. მოაყარეთ მარილი და სანელებლები. კერძს ძალიან უხდება ნივრის ფხვნილი, შავი ან წითელი წიწაკა. კარგად მოურიეთ მასას.

4.სველი ხელით მიეცით გუფთას ფორმა. მჭიდროდ მოათავსეთ საცხობ ფრმაში. ფორმაში ჩაასხით ცივი წყალი (წყლის დონე გაუტოლეთ ტოლმის ბურთულებს).

5.ფორმას დააფარეთ ფოლგა. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ მოაშორეთ ფოლგა, გაზარდეთ ტემპერატურა 200 გრადუსამდე და გამოაცხეთ 10-12 წუთი.

ამასობაში წვენი აორთქლდება, ხოლო ბურთულები გემრიელად შეიბრაწება. თუ ბულიონის შენარჩუნება გინდათ, ცხბიდან 50 წუთის შემდეგ მოხსენით ფოლგა, გამორთეთ ღუმელი და დაელოდეთ 10-15 წუთი. გააბორმეთ თქვენი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!