ზარმაცების ბურახი ვარდკაჭკაჭათი-ზაფხულის შეუცვლელი სასმელი

1023

ზაფხულის ცხელ დღეებში ყოველთვის გვსურს მივირთვათ რაიმე სასარგებლო, ცივი და გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ასეთი დღეების გადატანაში დაგვეხმარება. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ბურახის შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება.

ინგრედიენტები

  • 3 ლ წყალი
  • 1 ს.კ. ვარდკაჭკაჭა
  • 2/3 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 12 ც ქიშმიში
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 6 ც პიტნის ფოთლები

მომზადების წესი 

  1. ამ სასმელის მოსამზადებლად მხოლოდ 1 საათი დაგჭირდებათ.
  2. შაქარი, ვარდკაჭკაჭა და ლიმონმჟავა ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და კარგად მოურიეთ. გააცივეთ ნარევი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ დაუმატეთ მშრალი საფუარი, ქიშმიში, პიტნის ფოთლები (სურვილისამებრ) და კიდევ 2 ლიტრი თბილი წყალი. გააცივეთ ნაზავი და შედგით მაცივარში თუნდაც 1 საათით. გემრიელად მიირთვით!
  • 3 ლიტრი გაფილტრული ან გაცივებული გადადუღებული წყალი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • ნახევარი ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 2 ჩ.კ. თხევადი ვარდკაჭკაჭა (იგი ქილებით იყიდება)

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და ორ ქილაში მოათავსეთ. დღენახევრის შემდეგ ბურახი მზად იქნება, შეგიძლიათ იგი მაცივარში შეინახოთ. გემრიელად მიირთვით!