ვინეგრეტი-წარმოუდგენლად სასარგებლო და გემრიელი სალათა

4211

ვინეგრეტი უკრაინული წარმოშობის სალათაა, ის ხშირად უწოდებენ ოლივიეს ან პირიქით – ოლივიეს მოიხსენიებენ ვინეგრეტად, მაგრამ ეს ორი სალათა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება! ვინეგრეტის მთავარი ინგრედიენტი ჭარხალია, რომელსაც სრულად თავის გემოზე მიყავს ყველა ინგრედიენტი, და რა თქმა უნდა გაცილებით სასარგებლოა ვიდრე ოლივიე. აი მისი რეცეპტიც…

ინგრედიენტები:

ვინეგრეტისათვის:

  • კარტოფილი – 100 გ
  • სტაფილო – 30 გ
  • თალგამი – 30 გ
  • ჭარხალი – 50 გ
  • პამიდორი – 30 გ
  • ვაშლი – 50 გ
  • მწვანე კიტრი – 50 გ

საწებლისათვის: 

  • უმი კვერცხის გული -1/2
  • არაჟანი – 1 სუფრის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი – 1/2 ჩაის კოვზი
  • დაკეპილი კამა – გემოვნებით
  • ლიმონის წვენი – 10-12 წვეთი

მომზადების წესი:

  1. სტაფილო, თალგამი, ჭარხალი, კარტოფილი გამდინარე წყალზე კარგად გარეცხეთ ჯაგრულათი.
  2. სტაფილო და თალგამი ცოტა მდუღარე წყალში მოხარშეთ.
  3. ასევე მოხარშეთ ცალ-ცალკე ჭარხალი და კარტოფილი.
  4. მოხარშული ბოსტნეული კანისგან გაათავისუფლეთ და ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭერით.
  5. მოაცალეთ კანი და დაჭერით ვაშლი, პამიდორი და კიტრი.
  6. ყველა აღნიშნული პროდუქტი აურიეთ ერთმანეთში, უყავით მარილი და შეაზავეთ საწებლით.

საწებლის მომზადება:

1/2 უმი კვერცხის გული გასრისეთ 1 სუფრის კოვზ არაჟანში, დაუმატეთ მარილი, 1/2 ჩაის კოვზი დანაყილი შაქრის ფხვნილი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 1/2 ჩაის კოვზი დაკეპილი კამა.

ესეც ასე, უგემრიელესი სალათა მზადაა. გემრიელად მიირთვით!