ვახშამი იტალიურ ნოტებზე- გემო, რომელიც გამოგზაურებს ამ საოცარ ქვეყანაში!

1028

გამოცდილ დიასახლისებს ყოველთვის აქვთ შენახული ისეთი რეცეპტები, რომლებითაც საოცარი ვახშმის მომზადება 10 წუთში შეიძლება.

დღეს სწორედ ასეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ!

ინგრედიენტები

  • სპაგეტი
  • 3-4 ნაჭერი ბეკონი
  • 100მლ ნაღები
  • 1 კვერცხის გული
  • 1 კბილი ნიორი
  • 50-70გ ყველი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით
  • ბაზილიკი გემოვნებით

მომზადება

1.მარილიან წყალში მოხარშეთ სპაგეტი ალ დენტეს მდგომარეობამდე.

2.ბეკონს მოაშორეთ უხეში ქერქი. დაჭერით საშუალო ნაჭრებად. დაჭყლიტეთ ნიორი.

ბეკონი და ნიორი მოათავსეთ ტაფაზე და მოთუშეთ. მზადების ბოლოს ამოიღეთ ნიორი.

3.შემწვარ ბეკონს დაუმატეთ სპაგეტი. კარგად მოურიეთ და მოასხით ნაღები.

4.ტაფაზე მოაპნიეთ 60% ყველი და ჩატეხეთ 1 კვერცხის გული. მოაყარეთ მარილი და სანელებლები. შეწვით 2-3 წუთი.

5.მზა სპაგეტის მოაყარეთ დარჩენილი ყველი და მწვანილები.

აუცილებლად სცადეთ და ამ კერძით იმოგზაურეთ იტალიაში.

გემრიელად მიირთვით!