“ვაშლის ღრუბლები”: ტკბილი დიეტური საოცრება გრამი შაქრის გარეშე

1714

ღრუბლები სხვადასხვანაირი არსებობს, თუმცა, იცოდით რომ ზოგი მათგანი იჭმევა? თანაც მათი მომზადება უმარტივესი ინგრედიენტებისგან არის შესაძლებელი შინაურ პირობებში ნაზი ტკბილეულობის სახით. საუბარია ვაშლის მუსისა და ჩირისგან მომზადებულ საუცხოო დესერტზე.

“ვაშლის ღრუბლები” დიეტური ტკბილეულის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. დესერტი ყოველგვარი ცხობის, ფქვილის და შაქრის გარეშე მზადდება სწრაფად და მარტივად. ამასთან, ლამაზია, ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ვაშლის პიურე
  • 10 გრ ჟელატინი
  • 30 გრ ნუში
  • 180 გრ ფინიკი
  • 2 ჩ.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

1. ჩაალბეთ ჟელატინი წყალში 50 წუთით. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით ზეთი.

2. უკურკო ფინიკს დაასხით მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ დაწურეთ და დააბლენდერეთ ნუშთან და კაკაოსთან. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, გააბრტყელეთ და შედგით მაცივარში 30 წუთით.

3. მზა ვაშლის პიურე შეგიძლიათ მაღაზიაში ბავშვთა კვების განყოფილებაში შეიძინოთ, ან თავად მოამზადოთ. გათლილი ვაშლი დაჭერით, შედგით მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით, შემდეგ დააბლენდერეთ.

4. შეურიეთ ვაშლის პიურე და ჟელატინი, დადგით ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ სანამ ჟელატინი არ დადნება. არ წამოადუღოთ.

5. გააცივეთ პიურე, შემდეგ მიქსერით ათქვიფეთ. წაუსვით ფინიკის მასას და შედგით მაცივარში 3 საათით.

6. გადააბრუნეთ ვაშლის მუსი საჭრელ დაფაზე და მოაცილეთ ქაღალდი. წაუსვით დანას ზეთი და დაჭერით დესერტი კვადრატებად.

ვაშლის ჯიშის მიხედვით დესერტი შეიძლება ტკბილი ან მომჟავო გამოვიდეს. ასევე, მოზმადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჩირი და თხილი. არ დაიზაროთ, მოამზადეთ ეს შესანიშნავი დიეტური დესერტი და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!