ვაშლის ტორტი „ჯოკონდა“ შემოდგომის სურნელით და ათქვეფილი ნაღებით

319

საკონდიტრო ხელოვნება ამაღელვებელი საქმიანობაა, რომელსაც ბევრი ვერ ბედავს. როგორი სასიამოვნოა პროფესიონალების ყურება, რომლებიც ლამაზ და გემრიელ ტორტებს მარტივად ამზადებენ. დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ტორტის რეცეპტს, რომელიც ერთ–ერთ კორეულ იუთუბ არხზე ვნახეთ. ტორტი იმდენად საოცარია, რომ ამ შედევრის მომზადება თავად გვსურს. ყველაფერი ისე რთული არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ტორტი ათქვეფილი ნაღებით

შევნიშნე, რომ კორეელებს უყვართ სწრაფი ტორტი ათქვეფილი ნაღებით. იმდენად სწრაფი დესერტები უყვართ, რომ ზოგჯერ პურს ათქვეფილ ნაღებს უსვამენ და ახალი ხილით აფორმებენ. აი, ტორტი სხვა საქმეა. თავიდან შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ რამდენიმე ეტაპია. ერთად მოვამზადოთ ტორტი ათქვეფილით ნაღებით და ვაშლით. ახლა, სწორედ რომ ვაშლის სეზონია. ბისკვიტის ტორტი ნაღებით და ვაშლის ჭიქურით ნებისმიერი წვეულებისთვის გამოგადგებათ.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 90 გრ შაქარი
  • 20 გრ კარაქი
  • 4 გრ ვანილის ექსტრაქტი
  • 90 გრ ფქვილი
  • 35 მლ რძე

ვაშლის ჟელეს ინგრედიენტები:

  • 140 გრ ვაშლი
  • 8 მლ ლიმონის წვენი
  • 20 მლ წყალი
  • 30 გრ შაქარი
  • 1 გრ აგარ–აგარი
  • 2 გრ ჟელატინი

პიტნიანი ნაღების ინგრედიენტები:

  • 410 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 35 გრ პიტნის ყინულკარამელი
  • 15 გრ შაქრის ფხვნილი

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 6 გრ ჟელატინი
  • 75 მლ სიმინდის სიროფი
  • 75 გრ შაქარი
  • 38 მლ წყალი
  • 75 გრ თეთრი შოკოლადი
  • 50 გრ შესქელებული რძე

სიროფის ინგრედიენტები:

  • 80 მლ ვაშლის წვენი
  • 20 გრ შაქარი

მომზადების წესი:

1. თავდაპირველად, ვაშლის ჟელე მოამზადეთ. ვაშლი პატარა კუბებად დაჭერით. ქვაბში ჩაყარეთ და შაქარი, ლიმონის წვენი, წყალი და აგარ–აგარი დაუმატეთ. საშუალო ცეცხლზე 3 წუთით ხარშეთ. ჟელატინი ცივ წყალში ჩაალბეთ.

2. 2 ს/კ ვაშლით პიურე გააკეთეთ და დანარჩენ ვაშლს დაუმატეთ. ჟელატინი დაუმატეთ და ვაშლის ნარევში გახსენით. ახლა ვაშლის ნარევი 12 სმ დიამეტრის ფორმაში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

3. ვაშლის სიროფი გააკეთეთ. 80 მლ ვაშლის წვენი, 20 გრ შაქარი გახსენით და ადუღებამდე მიიყვანეთ. სიროფი გააგრილეთ.

4. ნაღები პიტნის გემოთი რომ მოამზადოთ, პიტნის ყინულკარამელი ყავის საფქვავში დაფქვით. პიტნის ფხვნილს 1 ჩ/კ სიმინდის სახამებელი დაუმატეთ, რომ ერთმანეთს არ მიეკვრას. ახლა მიღებული ფხვნილი გაცერით.

5. 410 მლ ცხიმიანი ნაღები შაქრის და კანფეტის ფხვნილებთან ერთად მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. ნაღების ნახევარი მაცივარში შეინახეთ, ნახევარი მასის გასქელებამდე ათქვიფეთ.

6. 15 სმ დიამეტრის ფორმაში ბისკვიტი გამოაცხვეთ. კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ, შემდეგ დანარჩენ ინგრედიენტებს ფრთხილად აურიეთ: ზეთი, ფქვილი, რძე, კვერცხის გული და ვანილი. ბისკვიტი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ.

7. გაგრილებული ბისკვიტი 4 ნაწილად გაყავით და ტორტი ააწყვეთ.

8. ბისკვიტის პირველი ფენა ვაშლის სიროფით გაჟღინთეთ. ათქვეფილი ნაღები წაუსვით. ნაღებით კიდეები გაუკეთეთ, რომ ვაშლის ჟელე დააფიქსიროთ. ბისკვიტის ფენაზე ვაშლის ჟელე მოათავსეთ.

9. ვაშლის ჟელეს ფენა ნაღების ფენით დაფარეთ. ზემოდან სიროფით გაჟღენთილი და ნაღებწასმული ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ. ახლა მესამე ფენა, ასევე სიროფით გაჟღენთილი და ნაღებწასმული.

10. მაცივრიდან ნაღები გამოიღეთ, რომელიც თავიდან გადადეთ. ათქვიფეთ და ბისკვიტის თავი და კუთხები ამით დაფარეთ. ტორტი 40 წუთით მაცივარში შეინახეთ.

11. ჟელატინს ცივი წყალი დაასხით. ჭიქურის ინგრედიენტები აურიეთ: სიმინდის სიროფი, შაქარი და ადუღებამდე მიიყვანეთ.

12. შესქელებული რძე და თეთრი შოკოლადი სიროფს აურიეთ. ჟელატინი ჭიქურს დაუმატეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ ჟელატინი გაიხსნას. მწვანე საკონდიტრო საღებავი დაუმატეთ და დააბლენდერეთ.

13. ჭიქური საწურში გაწურეთ და საკვებ პარკში შეახვიეთ. გაგრილება აცადეთ. ახლა ტორტი ჭიქურით და პატარა ვაშლებით გააფორმეთ. მზადაა!

ტორტი ათქვეფილი ნაღებით იმდენად ლამაზია, რომ ჭამა დაგენანებათ, მაგრამ საჭიროა. ტორტი ხომ მჟავე ვაშლით და პიტნით წარმოუდგენლად ჰაეროვანი გამოვიდა.

ახალ კულინარიულ ექსპერიმენტებს და აღმოჩენებს გისურვებთ. რაღაც ახლის ცდა არ შეგეშინდეთ და ახლობლები თქვენ მიერ მომზადებული გემრიელი დესერტებით გაახარეთ.