ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი შოკოლადიანი ნაღების კრემით

1712

ტარტი – ეს ნამცხვარი დამახასიათებელია ფრანგული სამზარეულოსათვის, როგორც წესი მზადდება ფხვიერი ცომისაგან. ამ ნამცხვრის ბაზაც ცხვება ცალკე, ხოლო შემდეგ, როგორც ტარტი ისე ივსება მზა შიგთავსით, შეიძლება ეს შიგთავსი სულაც არ იყოს ტკბილი.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ვაშლის ტარტის რეცეპტს, შოკოლადიანი ნაღების კრემით. თუ თქვენ მის ბაზას წინასწარ გამოაცხობთ, მაშინ შიგთავსისა და კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სულ რამდენიმე წუთი.

ვაშლის ტარტი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 110გ ფქვილი
  • 60გ კარაქი
  • 40გ შაქრის ფხვნილი
  • 1 ცალი კვერცხი (პატარა)
  • მარილი
  • 15გ ნუშის ფქვილი (სურვილისამებრ)

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 2 ვაშლი
  • 20გ კარაქი
  • 70გ შაქრის ფხვნილი
  • დარიჩინი
  • 3-4 სუფრის კოვზი საფანელი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 250მლ ნაღები 35%
  • 75გ თეთრი შოკოლადი
  • 2,5გ ჟელატინი

მომზადება

1.კრემი მოამზადეთ ტარტის მომზადების წინა დღეს.

2.50მლ ნაღებს დაუმატეთ ჟელატინი. გააცხელეთ ჟელატინის სრულ გალღვობამდე.

3.აადუღეთ დარჩენილი ნაღები. დაჭერით შოკოლადი, დაუმატეთ ადუღებულ ნაღებს და მოურიეთ ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე.

4.ნაღებში გახსნილი შოკოლადი და ჟელატინი აურიეთ ერთმანეთს. მოურიეთ და მაცივარში შეინახეთ 12 სათით.

5.დაჭერით კარაქი კუბიკებად, გახეხეთ.

6.დაუმატეთ კვერცხი, შაქრის ფხვნილი და ნუშის ფქვილი, მოურიეთ.

7.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი.

8.მოზილეთ ცომი და შეინახეთ მაცივარში 2 საათით.

9.18სმ დიამეტრის მქონე გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ კარაქით. მოათავსეთ მასში ცივი ცომი და ხელის დახმარებით ჩამოაყალიბეთ მაღალი კედლები და დაკბილული კუთხეები.

10.ცომი ჩანგლით რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ, დააფარეთ საცხობი ქაღალდი, მოაყარეთ მშრალი ბარდა ან სხვა მარცვლეული. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.

11.გათალეთ და კუბიკებად დაჭერით ვაშლი, დაუმატეთ დარიჩინი და შაქრის ფხვნილი.

12.შეწვით ტაფაზე კარაქთან ერთად.

13.მზა შიგთავსს მოაყარეთ საფანელი ან დაფხვნილი ორცხობილა.

14.ზემოდან დაალაგეთ გაგრილებული ვაშლი.

15.ათქვიფეთ კრემი და მოასხით ვაშლს. მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.

16.ვაშლის ნამცხვარი კრემით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

მსუბუქი და ამავდროულად მარტივი ვაშლის ნამცხვარი ძალიან მოსწონს ყველას. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები.