ვაშლის მსუბუქი ბლინები – გემრიელი და სასარგებლო საუზმე ბავშვებისთვის

2026

ბლინი შემოდგომა-ზამთრის გრილ და სუსხიან დღეებში ჩაისა და ყავის განუყრელი ატრიბუტია. ბლინები ყველას ძალიან გვიყვარს და სწორედ ამიტომ, მისი მომზადების ერთ-ერთ გამორჩეულ რეცეპტს წარმოგიდნებთ.

ვაშლის ბლინი 

ინგრედიენტები:

  • ვაშლი – 10 ცალი
  • თეთრი ფქვილი – 1 ½ კილოგრამი
  • საფუარი – 1/2 ჩაის ჭიქა
  • შაქარი – 100 გრამი
  • კარაქი – 150 გრამი
  • კვერცხი – 5 ცალი
  • რძე – 3 ჩაის ჭიქა
  • ნაღები ან არაჟანი – 3/4 ჩაის ჭიქა
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი: 

  1. 700 გრამი თეთრი პურის ფქვილი გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ ცხელ წყალში გახსნილი საფუარი, მოვზილოთ კარგად და დავდგათ თბილ ადგილას.
  2. 10 ცალი ვაშლი შევწვათ, დავსრისოთ და გავატაროთ საცერში, გავაკეთოთ ვაშლის პიურე, რომელშიც შევალესავთ შაქარს.
  3. ამოსულ და აფუებულ ცომს დავუმატოთ 800 გრამი ფქვილი, თბილი წყალი, გამდნარი კარაქი, ვაშლის პიურე და კარგად ათქვეფილი 5 ცალი კვერცხი (უმჯობესია ცილა და გული ცალ-ცალკე ავთქვიფოთ), დავდგათ კიდევ ცოტა ხნით თბილ ადგილას და შემდეგ გამოვაცხოთ ბლინები.
  4. ნაღები ან არაჟანი გამოვიყენოთ ზემოდან მოსასხმელად.

გემრიელად მიირთვით!