ეს ღვეზელი მათ მოეწონებათ ვისაც გემრიელი და მსუყე დესერტები უყვართ, თანაც მისი ხიბლი ის არის რომ სწრაფად მზადდება, და საათობით ღუმელთან ტრიალი არ მოგიწევთ.
ინგრედიენტები:
ცომი:
- 400 გ ფქვილი
- 180 გ კარაქი, კუბებად დაჭრილი
- 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
- 60 მლ ცივი წყალი; დამატებით – თუ საჭიროა
- 1 დიდი კვერცხის გული
გულსართი:
- 750 გ მომჟავო ვაშლი
- 1 ფინჯანი (250 გ) ახალი ან გაყინული მოცვი
- 70 გ შაქარი
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 2 ჩაის კოვზი წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა
- 1 სუფრის კოვზი კარაქი
- 1 დიდი კვერცხის გული
- 1 დიდი სუფრის კოვზი რძე
მომზადების წესი:
- ცომი: წაუსვით ცხიმი 23 სმ დიამეტრიანი ტარტის ყალიბს, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი.
- ფქვილი, მარილი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ, სანამ მასის ტექსტურა წვრილ ნამცეცებს დაემსგავსება.
- დაუმატეთ შაქრის პუდრი და ისევ აურიეთ.
- ცალკე ათქვიფეთ წყალი და კვერცხის გული და თანდათან ჩაუმატეთ ფქვილის ნაზავს. ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გადაიტანეთ და ორ გუნდად გაყავით. შემოახვიეთ ცელოფანი და 1 საათით მაცივარში გააცივეთ.
- ცომის გუნდები გააბრტყელეთ 5 მმ სისქის ფირფიტებად.
- ერთი ფირფიტა ყალიბში გადაიტანეთ, ზედმეტი ცომი გვერდებიდან მოაცილეთ. მეორე ფირფიტა ფართო თეფშზე მოათავსეთ და ორივე მაცივარში შეინახეთ 30 წუთი.
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 200 გრადუსზე.
- გულსართი: ვაშლები გათალეთ, გული ამოაცალეთ, დაჭერით მოცვი, შაქარი, ფქვილი, დარიჩინი, ლიმონის ცედრა და აურიეთ.
- გულსართი ტარტის ცომზე გადაიტანეთ და დაადეთ კარაქი. თავზე დააფარეთ ცომის მეორე ფენა, გვერდები კარგად შეაწებეთ თითებით.
- ცომის მოჭრილი ნაწილებისგან გააკეთეთ ფოთლები და ბურთულები და ზედაპირზე მოაწყვეთ.
- პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და რძე და ცომს ფუნჯით გადაუსვით. დანით რამდენიმე ნაჭდევი გაუკეთეთ ცომს, რომ ცხობისას ორთქლი ამოვიდეს.
- აცხვეთ 40-45 წუთი სანამ ცომი ოქროსფერ-ყავისფერს მიიღებს და შიგთავსი მომზადდება.
- სუფრაზე თბილი მიიტანეთ.