ვაფლის ტორტი მზა ფირფიტებისგან

53

მაშინ, როცა ღუმელში მტავარი კერძი მზადდება, ხოლო დესერტი ჯერ კიდევ მოსამზადებელია, ეს რეცეპტი მაშველად მომევლინება ხოლმე. ვაფლის უგემრიელესი ტორტი ცხობის გარეშე, ნამდვილად მოეწონებთ სტუმრებს.

ინგრედიენტები

  • ვაფლის ფირფიტები
  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 350გ
  • ვანილი 10გ
  • მარილი
  • კარაქი 250გ
  • შავი შოკოლადი 100გ
  • ნიგოზი 250გ

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი.

2.მიღებული კრემი მოამზადეთ წყლის აბაზანაზე 20 წუთი.

3.დაუმატეთ შოკოლადი და კარაქი. კარგად მოურიეთ.

4.დააქუცმაცეთ ნიგოზი და დაუმატეთ 180გ კრემს.

5.თითოეულ ფირფიტას წაუსვით 4 კოვზი კრემი და შეაერთეთ. ზემოდან მოაყარეთ ნიგოზი.

6.მზა დესერტი შეინახეთ 2 საათი მაცივარში.

გემრიელად მიირთვით