ვამზადებთ წიწიბურას ფლავის პრინციპით: ფაფა უკვე არა გარნირი, არამედ სრულყოფილი კერძია

759

კერძის მომზადებისას მნიშვნელოვანი ინგრედიენტის არ ქონა ყველაზე უსიამოვნო მომენტია. მაშინაც კი, როცა საქმე ბრინჯის ფლავს ეხება, ყველაფერი ისე უიმედოდ არაა, როგორც ჩანს. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ ჩვეული მარცვლეული წიწიბურით ჩაანაცვლოთ, კარტოფილი დაუმატოთ და კერძი თქვენს მენიუში ტრადიციული უზბეკური ფლავის გვერდით საპატიო ადგილს დაიკავებს.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ წიწიბურა
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ხახვი
  • 300 გრ ძროხის ხორცი
  • 2 სტაფილო
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1 კარტოფილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • წყალი

მომზადების წესი:

როგორც ჩვეულებრივი, ასევე წიწიბურას ფლავი სჯობს კაზანში მოამზადოთ, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხელთ არსებული ჭურჭელი, მაგალითად, მულტისახარში.

1. დაჭრილი ხახვი გაცხელებულ მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ახლა პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი დაუმატეთ და კიდევ რამდენიმე წუთით თუშეთ. პერიოდულად აურიეთ. ამ რეცეპტში ძროხის ხორცს ვიყენებთ, მაგრამ ნებისმიერი სხვა ხორცი გემოვნებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

2. მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, ზოლებად დაჭრილი სტაფილო, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. პომიდვრის პასტა და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. აურიეთ და 3-4 წუთით საშუალო ცეცხლზე თუშეთ.

3. ხორცს და ბოსტნეულს წყალი ისე დაასხით, რომ შემადგენლობას მსუბუქად ფარავდეს. გარეცხილი წიწიბურა დაუმატეთ, თანაბრად გადაანაწილეთ და ცხელი წყალი დაუმატეთ ისე, რომ ნარევზე 2 სმ–ით მეტი იყოს.

4. ნარევს ფრთხილად აურიეთ, თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ. გემრიელი და ძალიან ნოყიერი წიწიბურას ფაფა ხორცით და ბოსტნეულით მზადაა. გემოთი ნამდვილად ფლავს არ ჩამორჩება. გემრიელად მიირთვით!