დღის დესერტი: ბისკვიტი უნაზესი ხაჭოს კრემით

977

შიგთავსების გამოყენების ვარიაცია იმდენია, რომ შეგიძლია ექსპერიმენტები უსასრულოდ ატარო და გააკვირვო შინაურები თუ სტუმრები კულინარიის ნამდვილი შედევრებით. თუ საუცხოო ჰაეროვანი ბისკვიტის გამოცხობაში ჯერ კიდევ არ ხართ დახელოვნებული, გთავაზობთ ჩაიწეროთ ეს რეცეპტი თქვენს კულინარიულ წიგნში. ის იმდენად მარტივია, რომ ძალიან მალე უკვე ნებისმიერი ბისკვიტის ტორტის საფუძველს ავტომატურად გააკეთებთ.

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:
  • 4 კვერცხი
  • 1 ჭ შაქარი
  • 1 ჭ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა

კრემისთვის:

  • 20 გრ ჟელატინი
  • 150 მლ წყალი
  • 300 გრ ხაჭო
  • 5 ს.კ. შაქრის პუდრი
  • 250 მლ ნაღები
  • დაკონსერვებული ანანასი ან ატამი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხის ცილები, დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ აქაფებამდე.

2. დაუმატეთ კვვერცხის გულები, შემდეგ თანდათანობით ფქვილი. ცომი მზადაა! დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, დაასხით ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. მზაობა შეამოწმეთ სანთლის ღერით.

3. კრემისთვის ჩაალბეთ ჟელატინი წყალში. ცალკე შეურიეთ ხაჭო, შაქრის პუდრი და ნაღები და დააბლენდერეთ. ჟელატინი დადგით ნელ ცეცხლზე, გააცხელეთ, მაგრამ არ წამოადუღოთ, ოდნავ გააცივეთ და დაუმატეთ კრემში დაჭრილ ანანასთან ან ატამთან ერთად.

4. გაჭერით ბისკვიტი შუაზე. დანამეთ ხილის სიროფით. წაუსვით კრემი და შედგით მაცივარში 5-6 საათით.

5. მზა ტორტს მოაყარეთ შაქრის პუდრი, ურვილისამებრ შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადის მინანქარი ან მორთოთ კენკრით.

გემრიელად მიირთვით!