დიეტური ძეხვი ჭიქაში- წვნიანი და რბილი ხორცი პირში დნება

85

დიეტური კერძის ხსენებისას ყველა წარმოიდგენს უგემურ საკვებს, მაგრამ ამჯერად ასე არ არის. დიეტური არ ნიშნავს გამოფიტულს და უგემურს. ჩემი მეგობარი წლებია დიეტოლოგად მუშაობს და მისი რეცეპტები სასწაულებს ახდენენ.

ამ კერძის მომზადება ჩვეულებრივ ჭიქაში შეგიძლიათ. წვნიანი და რბილი ხორცი პირში ლღვება.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 1 ცალი
  • რძე 50მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.გარეცხეთ ფილე და დაჭერით. მოათავსეთ ბლენდერში და მოასხით რძე. დაუმატეთ მარილი და კვერცხი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2.ქვაბში ჩააფინეთ ნაჭერი, ჩაასხით წყალი (ნახევარზე მეტი) და მოათავსეთ ცეცხლზე.

3.ჭიქას (250მლ) წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ ხორცის მასა. ფარშის დენე ჭიქაში უნდა უტოლდებოდეს ქვაბში წყლის დონეს.

4.ადუღებულ წყალში გადაიტანეთ ჭიქები, ზემოდან დააფარეთ პარკი. მოამზადეთ 20 წუთი დაბალ ცეცხლზე.

4.მზა ძეხვი ფრთხილად გადმოიტანეთ ჭიქაიდან.

გემრიელად მიირთვით!