დიეტოლოგმა ფქვილის გარეშე პიცის მომზადება მასწავლა. ასეთი გემრიელი ჯერ არ მიცდია

360

ზოგჯერ სრულფასოვანი კერძის მოსამზადებლად დრო არ გვყოფნის. ამ შემთხვევაში კარტოფილის პიცა გვეხმარება. სურვილის შემთხვევაში უფრო სასარგებლო პიცა შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის ინგრედიენტები დაბალკალორიული ანალოგებით ჩაანაცვლეთ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ვარიანტს, რომელიც მამაკაცებს მოეწონებათ. როგორც ამბობენ, ხანდახან შეიძლება! ამ პიცას დიეტოლოგიც რეკომენდაციას უწევს. კარტოფილის პიცის მომზადების ინსტრუქციას გიზიარებთ. ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 2–3 კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 2 პომიდორი
  • ძეხვი ან ლორი
  • 2–3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • ყველი გემოვნებით
  • სანელებლები, მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველი ვარიანტი: კარტოფილი გარეცხეთ, გათალეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით. კარტოფილი ქაღალდის პირსახოცზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ. მეორე ვარიანტი: კარტოფილი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, შემდეგ გაწურეთ.

2. ტაფაზე მცენარეულ ზეთში კარტოფილი ერთ ფენად დააწყვეთ. დაახლოებით 10 წუთით თავდახურულ ტაფაში სუსტ ცეცხლზე წვით.

3. ძეხვი ან ლორი შიგთავსისთვის დაჭერით. ყველი გახეხეთ, ხოლო მწვანილი დანით დააქუცმაცეთ. პომიდორი რგოლებად დაჭერით. ყველი მოცარელა აიღეთ, მაგრამ ჩედერითაც გემრიელი გამოვა.

4. კვერცხი სათქვეფით ათქვიფეთ. მარილი, წიწაკა და საყვარელი სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. პიცას დაასხით. 3 წუთით თავდახურულ ტაფაში შეწვით.

5. კარტოფილის ბაზა თეფშით გადააბრუნეთ. შიგთავსს ძეხვი და პომიდორი დაადეთ, მწვანილი და ყველი მოაყარეთ. სურვილის შემთხვევაში შიგთავსს ზეთისხილი და დაკონსერვებული სამინდი დაუმატეთ. პიცას თავსახური დაახურეთ და ყველის გადნობამდე შეწვით.

6. ესეც ასე, პიცა კარტოფილის ბაზაზე მზადაა. გემრიელად მიირთვით!

კარტოფილის პიცა ორიგინალური და ძალიან გემრიელია! ძალიან სწრაფად მზადდება. რაც მთავარია, ცომის მოზელა საჭირო არაა. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძეხვი და მოხარშული ქათამი. სოკოს ვარიანტიც კარგია, მაგრამ წინასწარ უნდა შეწვათ.

თუ ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფა გაქვთ, პიცას თეფშზე ადვილად გადმოიტანთ, თუ არა, ფრთხილად იყავით, რომ საფარი არ გაკაწროთ. ცხელი პიცა მიირთვით. მისი არომატი ფქვილიან ანალოგს არაფრით ჩამოუვარდება!