დესერტი “ხილი შუშაში”

329

ამ დესერტის დიზაინი დღემდე მხიბლავს.

გემრიელი, ნაზი, არომატული და ძალიან ლამაზი!

ბავშვებს ძალიან მოსწონთ!

ინგრედიენტები

  • შაქარი 200გ
  • წყალი 100მლ
  • მარწყვი 8-10 ცალი
  • მანდარინი 3-4 ცალი

მომზადება

1.გაასუფთავეთ მანდარინი და მარწყვი. ხილი წამოაცვით წკირებზე.

2.ქავში მოათავსეთ შაქარი და წყალი, აადუღეთ სიროფი.

3.სიროფი წყალში ჩასხმისას უნდა ქვავდებოდეს.

4.ამოავლეთ ხილი და შეინახეთ მაცივარში 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!