დახვეწილი ქოქოსის ორცხობილა, რომლისთვისაც არც ერთი გრამი ფქვილი და მინიმუმი შაქარი დაგჭირდებათ

956

2 კვერცხის ცილას და 200 გრ ქოქოსის ფანტელებს ვიღებ. ამასთან, ფქვილი არ მჭირდება. ქოქოსის ფანტელები სხვა ინგრედიენტებთან ერთად ნახევარ საათში ცხვება. სანამ ინტერნეტში ახალ საინტერესო ფილმს ვეძებ და ჩაის ვადუღებ, ნამცხვარი ცხვება!

Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ მსუბუქი ორცხობილას მომზადების ინსტრუქციას, რომელიც სუფრიდან წამებში ქრება. თითქმის უწონოა!

ქოქოსის ფანტელები ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხის ცილა
  • 10 გრ სახამებელი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 100 გრ შაქარი
  • 200 გრ ქოქოსის ფანტელები

მომზადების წესი:

1. კვერცხის ცილები მწიკვ მარილთან ერთად აქაფებამდე ათქვიფეთ.

2. შაქარი დაუმატეთ და მყარი თეთრი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. სურვილისამებრ ვანილის შაქარი დაუმატეთ.

3. სახამებელი დაუმატეთ და კვლავ მიქსერით აურიეთ. შემდეგ ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ და კვლავ მიქსერით აურიეთ. მასა საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს.

4. პერგამენტის ქაღალდი ტაფაზე დააფინეთ, ორცხობილები დააწყვეთ. ორცხობილას ნაყინის კოვზით ფორმას ადვილად მისცემთ. ასევე შეგიძლიათ ცომს ფორმა სუფრის კოვზით ან ხელით მისცეთ. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

5. ესეც ასე, არომატული ორცხობილა მზადაა. 1 კვირა დახურულ კონტეინერში შეგიძლიათ შეინახოთ. ასეთი დესერტი ნებისმიერ ჩაის სმას იდეალურად შეავსებს. გემრიელად მიირთვით!

ქოქოსის ფანტელები ათქვეფილ კვერცხის ცილებთან ერთად ქოქოსის ორცხობილის სახით ნებისმიერი ადამიანის გულს დაიპყრობს. მისი მომზადება მარტივია, ჭამა უფრო მარტივია, ორივე ლოყა შეიძლება გემრიელობით გაივსოთ.

გირჩევთ ოჯახის წევრებისთვის მოამზადოთ, ისინი ნამდვილად მადლიერები დარჩებიან!