დაჭრილი ქათმის კატლეტები სოკოთი

357

მოამზადოთ მარტივი, მაგრამ ეფექტური კერძი არ არის რთული. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს და მიყვებით რეცეპტს.

ქათმის ფილე მშრალი პროდუქტია, ამიტომაც მე მას ყველს ვუმატებ. სოკოს შიგთავსი ხახვთან ერთად კერძს ძალიან წვნიანად აქცევს.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 500გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ქამა სოკო 50გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ყველი 30გ
  • ხორბლის ფქვილი 3 სუფრის კოვზი
  • საფანელი და მარილი გემოვნებით
  • იტალიური სანელებლები

მომზადება

1.წვრილად დაჭერით ქათმის ფილე. დააქუცამცეთ და ჩაყარეთ ჯამში. დაუმატეთ კვერცხი, ყველი და ფქვილი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები. მოურიეთ მასას.

2.ცხელ ზეთში მოთუშეთ ხახვი, 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სოკო. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. უნდა აორთქლდეს სითხე.

3.დაქუცმაცებული ხორცი დაამრგვალეთ. მასში მოათავსეთ შიგთავსი.

4.კატლეტები ამოავლეთ საფანელში და შეწვით.

გემრიელად მიირთვით!