დარიჩინის გულსართიანი ქადის რეცეპტი-ენით აღუწერელი გემრიელობა

2267

ქადების მოყვარულებს ეს რეცეპტი ნამდვილად შეუყვარდებათ. დარიჩინის გულსართიანი ქადა აუცილებლად გახდება თქვენი სამზარეულოს სავიზიტო ბარათი.

ინგრედიენტები:

ცომისათვის:

  • პურის ფქვილი – 1 კილოგრამი
  • სოდა – 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი – გემოვნებით
  • ერბო – 200 გრამი

ქადის გულსართისთვის: 

  • პურის ფქვილი – 400 გრამი
  • შაქრის ფქვნილი – 400 გრამი
  • დანაყილი დარიჩინი – 1/2 ჩაის კოვზი
  • დანაყილი მიხაკი – 1/2 ჩაის კოვზი
  • ერბო – 200 გრამი

მომზადების წესი:

  1. აიღეთ გაცრილი პურის ფქვილი, წყალი, სოდა, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, მოზილეთ მაგარი ცომი და გააჩერეთ 1 საათი.
  2. მოამზადეთ ქადის გული შემდეგნაირად: დაყარეთ ტაფაზე პურის ფქვილი და მოშუშეთ ერბოში, მერე აურიეთ შიგ შაქრის ფხვნილი, დანაყილი დარიჩინი, მიხაკი და კიდევ განაგრძეთ მოშუშვა, სანამ შეწითლდებოდეს, ფქვილის გემო და სუნი არ დაეკარგებოდეს.
  3. აიღეთ ცომის ნახევარი, გაშალეთ რაც შეიძლება თხლად, გადადეთ გვერდზე; ცომის მეორე ნახევარიც გაშალეთ, წაუსვით ერბო, დაადეთ პირველად მომზადებული გაშლილი ცომი და ზემოდან კიდევ ერბო წაუსვით.
  4. ეს ერბოწასმული ცომი გაკეცეთ სამად, ისევ ერბო წაუსვით და გრძლად მილივით დაახვიეთ ისე, რომ ჯამისებრი გამოვიდეს.
  5. ამ ჯამებივით მომზადებულ ცომში ჩადეთ ქადის გული, თავი მოუჭიმეთ ისე, რომ მასალა არ ჩანდეს, შემდეგ თითებით გააბრტყელეთ 1 თითის სისქეზე, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული, დაალაგეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, ჩაჩხვლიტეთ ცომი ჩანგლით 3-4 ადგილას და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.