დამარინადებული ბადრიჯანი: გემრიელი კონსერვის 2 რეცეპტი

547

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ დამარინადებული ბადრიჯნის ორ რეცეპტს. ასეთი გემრიელი წასახემსებელი უნდა მოიმარაგოთ. დაყენების შემდეგ შეგიძლიათ სტერილურ ქილებში მოათავსოთ, მოხუფოთ და ზამთრისთვის შეინახოთ.

1. კლასიკური დამარინადებული ბადრიჯანი

ასეთი დამარინადებული ბადრიჯნის რეცეპტი მოსამზადებლად მარტივია. მომზადების აქტიური დრო 15-20 წუთია, სწორედ ამიტომ კლასიკურ რეცეპტს სწრაფსაც უწოდებენ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • ხახვი
  • 2 წიწაკა
  • ოხრახუში
  • 5 კბილი ნიორი
  • დაფქული პაპრიკა
  • 2,5 ს/კ მარილი

მარინადისთვის:

  • 3 კოვზი მდუღარე წყალი
  • 1 კოვზი მარილი
  • 1 კოვზი შაქარი
  • 80 მლ მცენარეული ზეთი
  • 45 მლ ძმარი

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი ორ ნაწილად, შუაზე გაჭერით. თითოეული ნახევარი კიდევ 4 ნაწილად გაჭერით.
  2. 1,5 ლ წყალი აადუღეთ და მარილი დაუმატეთ. ბადრიჯანი წყალში მოათავსეთ და ზემოდან რაიმეთი დაპრესეთ, რომ ბადრიჯანი ქვაბის ძირზე იყოს. 7 წუთით ხარშეთ და საწურზე მოათავსეთ.
  3. წიწაკა მილებად დაჭერით, ხახვი – კუბებად. ნიორი და მწვანილი დააქუცმაცეთ. ყველა ინგრედიენტები აურიეთ.
  4. ბადრიჯანი მარინადის კონტეინერში მოათავსეთ. მარინადის ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ბარდიჯანს დაასხით.
  5. 5 საათით დააყენეთ.

2. დამარინადებული ბადრიჯანი ბოსტნეულთან ერთად

დამარინადებული ბადრიჯანი ხახვთან ერთად ორგანიზმისთვის ორმაგად სასარგებლოა. ცხარე და ტკბილი წიწაკა დახვეწილ კერძს უფრო გაამრავალფეროვნებს.

ინგრედიენტები 5 ულუფაზე:

  • 2 ბადრიჯანი
  • ხახვი
  • ცხარე და ტკბილი წიწაკა
  • 6 კბილი ნიორი
  • ძმარი გემოვნებით
  • 45 მლ მცენარეული ზეთი
  • რუკოლა

მარინადისთვის:

  • 65 მლ ძმარი
  • 0,5 ლ წყალი
  • 45 მლ მცენარეული ზეთი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. ცხელ წყალში ბადრიჯანი მოათავსეთ და 10 წუთით დარბილებამდე ხარშეთ. საწურზე გადაიტანეთ და გაგრილებას დაელოდეთ.
  2. ბადრიჯანი შუაზე გაჭერით. თითოეული ნახევრიდან რბილობი ამოიღეთ და გვერდზე გადადეთ. ბადრიჯნის კედლები დაახლოებით 1,5 სმ უნდა იყოს. რბილობი წვრილად დაჭერით.
  3. სტაფილო და ხახვი გარეცხეთ და გაასუფთავეთ. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. წიწაკა გაასუფთავეთ და პატარა კვადრატებად დაჭერით. ნიორი დაპრესეთ.
  4. სტაფილო, ხახვი, წიწაკა, ნიორი და რუკოლა ტაფაზე შეწვით. შემდეგ ძმარი მოასხით. შიგთავსით ბადრიჯნის „ნავები“ ამოავსეთ.
  5. მარინადი მოამზადეთ. თბილ წყალს მცენარეული ზეთი, ძმარი და მარილი აურიეთ.
  6. ბადრიჯნის ნავები შეართეთ და ჭურჭელში მოათავსეთ. მარინადი დაასხით.
  7. ბადრიჯნებს ბრტყელი თეფში და ზემოდან სიმძიმე დაადეთ, რომ ბადრიჯანი მარინადის ქვეშ აღმოჩნდეს. ბადრიჯანი 24-26 საათით მაცივარში შეინახეთ.
  8. ბადრიჯანი სუფრაზე გატანის წინ მწვანილით და ცხარე წიწაკის რგოლებით მორთეთ. გემრიელად მიირთვით!