დაკონსერვებული ლობიოს სპეციალური რეცეპტი. ზამთარში ბორშის მოსამზადებლად ვიყენებ

99

ლობიოს ბოსტნეულთან ერთად ზაფხულში ვაკონსერვებ, რომ ზამთარში გემრიელი ბორშის საკაზმად გამოვიყენო. ეს საოჯახო, დროში გამოცდილი რეცეპტია. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ მდიდარი ბორში. ოქროს დრო ბოსტნეულის შესანახად!

ინგრედიენტები:

  • 2 კგ პომიდორი
  • 3 ჭიქა ლობიო
  • 1 კგ სტაფილო
  • 300 გ შაქარი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 კგ წითელი წიწაკა
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 70 მლ 9%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

1. ლობიო გარეცხეთ, მარილიან წყალში თითქმის მომზადებამდე მოხარშეთ.

2. ბოსტნეული გარეცხეთ. წიწაკას მარცვლები და ყუნწი მოაშორეთ, შემდეგ ზოლებად დაჭერით. წითელი წიწაკა გამოიყენეთ, რადგან უფრო ხორციანი და ტკბილია. სტაფილო გათალეთ და საშუალო სახეხზე გახეხეთ.

3. პომიდორი გარეცხეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

4. ყველა ბოსტნეული დიდ ქვაბში გადაიტანეთ და ცეცხლზე დადგით. მარილი, შაქარი, მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ნახევარი საათით ხარშეთ.

5. მომზადებამდე 10 წუთით ადრე ძმარი ჩაასხით.

6. მზა ბოსტნეულის ნარევი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. ღამით საბნის ქვეშ შეინახეთ, შემდეგ ბნელ, გრილ ადგილას გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

ზამთარში ასეთი კონსერვით ბორში, სალათი, წვნიანი და ცხელი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოიმარაგეთ. ასეთი საკაზმი ზამთრისთვის აუცილებლად მოამზადეთ და არ ინანებთ!