დაგღალათ ჩვეულებრივმა კერძებმა? მაშინ კარტოფილი ამ რეცეპტით უნდა მოამზადოთ

1824

კარტოფილი ჩვენი სუფრების ხშირი სტუმარია. და სრულიად დამსახურებულადაც, რადგან ეს ბოსტნეული შესანიშნავად ეხამება ნებისმიერ სალათს, ხორცს, ფრინველს თუ თევზს.

„გასტრონომიას“ რედაქცია გიზიარებთ გამომცხვარი კარტოფილის უჩვეულო რეცეპტს. ამ კერძის მთავარი „მარილი“ პიკანტურ მარინადშია, რომელიც ნივრის, სოიოს სოუსისა და თაფლისგან შედგება.

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 3 ს.კ. არც თუ ისე ცხარე მდოგვი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • ხმელი სუნელები გემოვნებით (ორეგანო, ბაზილიკი)
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ კარტოფილი ჯაგრისით, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი. როცა წყალი წამოდუღდება, დაამატეთ ცოტა მარილი და ხარშეთ ნახევრად მზადყოფნამდე.

2. გადაასხით წყალი, აცადეთ, სანამ კარტოფილი ცოტათი შეცივდება.

3. მოამზადეთ სოიოს მარინადი: თასში შეურიეთ სოიოს სოუსი, თაფლი, მდოგვი, ხმელი სუნელები, დანაყული ნიორი და ზეთი. მარილის დამატება არ სჭირდება, რადგან სოიოს სოუსი მარილს შეიცავს.

4. კარტოფილი გაუფცქვნელად დაჭერით დიდ ნაჭრებად და მოათავსეთ მარინადში. ცოტა ხნით დააყენეთ.

5. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და დაალაგეთ კარტოფილი. გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაბრაწვამდე.

გამომცხვარი კარტოფილი გამოდგება როგორც დამოუკიდებელი კერძი, რომელსაც უხდება ყველის, ნაღების ან სხვა ნებისმიერი სოუსი. მინიმალური დანახარჯებით ნოყიერი და გემრიელი კერძი გამოგივათ.

მოუყევით მეგობრებს საყვარელი კარტოფილის მომზადების ახალი მეთოდის შესახებ!