გოგრის ფრი პირველად მოვამზადე და გემოთი გაოცებული დავრჩი. აუცილებლად სცადეთ

678

კარტოფილი ფრის მომზადებას ყველა მიჩვეულია. პირადად, ამ კარტოფილს უკვე ასი წელია აღარ ვჭამ – ძალიან უსარგებლოა. აი, გოგრას სულ სხვა ტექნოლოგიით ვამზადებ და სიამოვნებით მივირთმევ.

გოგრის გემო შეიძლება მოგწონდეთ და შეიძლება არა! თუ გოგრა არ გიყვართ ან მისი მიმართ სიყვარულის შესახებ არ იცით, Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ ამ რეცეპტით მოამზადოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ბატატი ან სტაფილოა! კერძი ბავშვებისთვის კარტოფილი ფრის კარგი ალტერნატივაა. ბავშვებს ჩუმად ვაწვდი, როცა მშობლებთან ერთად სტუმრად მოდიან და არანაირი შეკითხვები – პირდაპირ თეფშს აცარიელებენ!

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ახალი გოგრა
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი (თავიდან 2 კოვზი აიღეთ და აუცილებლობის შემთხვევაში დაუმატეთ)
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული ჩილეს წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ღუმელი 200-230 გრადუსამდე გაახურეთ.
  2. გოგრა თესლისა და ქერქისგან გაასუფთავეთ. სჯობს მსხლის ფორმის გოგრა აიღოთ და ზედა ნაწილი გამოიყენოთ. ზოლებად დაჭერით. თითო ზოლი დაახლოებით 10 სმ უნდა იყოს.
  3. გოგრის ზოლები ზეითუნის ზეთში კარგად ამოავლეთ ისე, რომ ყველა ზოლი ცხიმით დაიფაროს.
  4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. გოგრის ზოლები ერთ ფენად დააწყვეთ. ზემოდან მარილი და ჩილის წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.
  5. გოგრა სასურველი ხრაშუნის მიღებამდე აცხვეთ. დაახლოებით 15-20 წუთი საკმარისია. პროცესში ზოლები ერთხელ გადააბრუნეთ.
  6. სუფრაზე საყვარელ სოუსთან, მაგალითად, არაჟანთან ერთად გაიტანეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!