გოგრის კექსი ციტრუსების არომატული სიროფით

2630

თუ თქვენ გოგრის დიდი მოყვარული ხართ, გაგიმართლათ, რადგან მისგან ბევრნაირი კერძის თუ დესერტის მომზადება შეიძლება. მოამზადეთ სასარგებლო დესერტი თქვენი პატარებისთვის “გასტრონომიის” საუცხოო რეცეპტით.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ გოგრა
  • 250 გრ კარაქი
  • 250 გრ შაქარი
  • 6 კვერცხი
  • 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
  • 500 გრ ფქვილი
  • მარილი გემოვნებით

სიროფის მოსამზადებლად: 

  • 3 ფორთოხალი
  • 2 ლიმონი
  • 150 გრ შაქარი

მომზადების წესი:

გოგრის პიურეს მოსამზადებლად კუბიკებად დაჭრილ გოგრას დავასხათ 100 მლ წყალი და ვხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში 10-12 წუთის  განმავლობაში. მოხარშული გოგრა გადავიტანოთ ბლენდერში და მოვამზადოთ პიურე. მიქსერით ერთმანეთს  შევურიოთ შაქარი, კარაქი, ვანილიანი შაქარი, დავუმატოთ კვერცხი, ფქვილი, მარილი, გოგრის პიურე და ავთქვიფოთ.

კექსი გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, ჩავასხათ მომზადებული მასა, შევდგათ 170 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში.

სიროფის მოსამზადებლად ერთმანეთს შევურიოთ ლიმონისა და ფორთოხლის წვენი (დაახლოებით 300 მლ), დავუმატოთ 150 გრ შაქარი, წამოვადუღოთ, ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში და შევაგრილოთ.

მომზადებული კექსი გავაცივოთ, გადმოვიღოთ ფორმიდან, დავჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილზე და ზემოდან დავასხათ სიროფი.

არომატული კექსი მზადაა, შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს!