გემრიელი ხვეულები ჩაისთან: 3 მარტივი რეცეპტი

1081

გემრიელი ხვეულები შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი ცომისგან, სხვადასხვა შიგთავსით. ზოგს ხვეულები ალუბლის ან ჯემის შიგთავსით უყვარს, ზოგს კი-თხილით ან ნიგვზით. ნებისმიერ შემთხვევაში, სახლში მომზადებული ხვეულა უფრო გემრიელია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.

ორი შიგთავსი

ინგრედიენტები 1-ლი ცომისთვის:

  • 200 გრ არაჟანი
  • 300 გრ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები მე-2 ცომისთვის:

  • 200 გრ კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
  • 250 გრ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ვარიანტები შიგთავსისთვის:

  • კენკრის ჯემი
  • შოკოლადის კარაქი ნუთელა
  • ქიშმიში
  • დაშაქრული ნიგოზი

მომზადების წესი 

1. ჯამში გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად, დაუმატეთ არაჟანი და მოზილეთ ცომი. მეორე ჯამში გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი. თითოეული ცომი დაამრგვალეთ, მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და დაალაგეთ ცომი.

2. ცომის თითოეული ბურთი გაიყვანეთ 1,5 სმ სისქის ფენად, დაადეთ ერთი ფენა მეორეს და ორივე ერთად გაიყვანეთ 1 სმ სისქის ფენად და მიეცით კონვერტის ფორმა. კიდევ გაიყვანეთ ცომი და კვლავ კონვერტის ფორმა მიეცით, ეს პროცესი გაიმეორეთ კიდევ 2-ჯერ.

3. შემდეგ კვლავ მიეცით ცომის ფენას კონვერტის ფორმა, გაახვიეთ ხელსახოცში და შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით.

4. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაიყვანეთ მისგან 0,5 სმ სისქის მართკუთხა ფორმის ფენა, შემდეგ გაყავით ორ გრძელ ნაწილად და მათგან 4-5 სმ-იანი სამკუთხედები გამოჭერით.

5. შიგთავსი მოათავსეთ სამკუთხედის ბაზაში და გაკეთეთ ხვეულა, მსუბუქად დააგრძელეთ კუთხეები. დაალაგეთ ხვეულები საცხობ ლანგარზე პატარა დაშორებებით, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით. როდესაც ხვეულები გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ჰაეროვანი ხვეულები ნიგვზით

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ფქვილი
  • 200 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 1 ც ლიმონი
  • სოდა დანის წვერით
  • 150 გრ ბერძნული ნიგოზი

მომზადების წესი 

1. პატარა ნაჭრებად დაჭერით კარაქი, დაუმატეთ შაქარი, ლიმონის ცედრა, ნიგოზი, ფქვილი, სოდა და მოზილეთ ცომი. გაიყვანეთ ცომი 1 სმ სისქის ფენად და დაჭერით 5 სმ-იან კვადრატებად, მოათავსეთ მასზე შაქრიანი ნიგოზი და თითოეული კვადრატისგან გააკეთეთ ხვეულები.

2. საცხობ ლანგარს წაუსვით კარაქი, დაალაგეთ მასზე ხვეულები და გამოაცხვეთ, რომ შეიცვალოს შეფერილობა. როდესაც ხვეულები მზად იქნება, მოაყარეთ შაქრის პუდრი ვანილის არომატით.

ბებიას ხვეულები

ინგრედიენტები:

  • 200 გრ მარგარინი (მსუბუქად გამდნარი)
  • 200 გრ არაჟანი 20%-იანი
  • 4-5 ჭიქა ფქვილი
  • 2 ც კვერცხი
  • 1,5 ჩ.კ. მშრალი საფუარი

მომზადების წესი 

1. შეურიეთ ერთმანეთშ საფუარი, კოვზით შაქარი, ფქვილი და თბილი წყალი. 20 წუთის შემდეგ, როგორც კი ბუშტუკები გაჩნდება ნაზავის ზედაპირზე, მოზილეთ ცომი. გაყავით ცომი 4 ნაწილად, თითოეულისგან გაიყვანეთ მრგვალი ფენა დაახლოებით 3 მმ სისქის, დაჭერით ფენები სოლისებრად.

2. მოათავსეთ შიგთავსი ნაჭრებზე ან უბრალოდ შაქარი მოაყარეთ და გაახვიეთ ხვეულები. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და დაალაგეთ მასზე ხვეულები პატარა დაშორებებით. ზედა ნაწილზე მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ ხვეულები, რომ ფერი შეიცვალოს.