გემრიელი ჩებურეკი „გრადუსში“ ხრაშუნა ქერქით. მომზადება უნდა ვცადო!

1178

ზოგჯერ შემწვარი კერძებით თავის განებივრება თითქმის ყველას უყვარს. შემდეგში ხორციანი ჩებურეკი რატომ არ უნდა მოამზადოთ? გთავაზობთ რეცეპტს სახელწოდებით „გრადუსში“.

ამ რეცეპტით წარმოუდგენლად გემრიელ კერძს მიიღებთ. ხრაშუნა ქერქის საიდუმლო კომპონენტი 1 სუფრის კოვზი არაყია. ასეთი ჩებურეკი სუფრიდან წამებში გაქრება.

ხრაშუნა ჩებურეკები

ინგრედიენტები:

  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 320 მლ წყალი
  • 1 ს/კ არაყი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 700-900 გრ ფარში
  • 2 ხახვი
  • შავი დაფქული წიწაკა

მომზადება:

  1. წყალი მარილთან და კარაქთან ერთად აადუღეთ. მდუღარე წყალს ნახევარი ჭიქა ფქვილი დაუმატეთ და ჩანგლით კარგად აურიეთ. გაგრილება აცადეთ.
  2. კვერცხი და არაყი დაუმატეთ. აურიეთ, დარჩენილი ფქვილი ნელ-ნელა დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. თუ ხელებზე გეკვრებათ, ცოტა ფქვილი დაუმატეთ. 30 წუთით გააჩერეთ.
  3. შემდეგ ჩაზილეთ და კვლავ ნახევარი საათით გააჩერეთ. თუ დრო გაქვთ, ცომი წინასწარ მოზილეთ, საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და 1 დღე მაცივარში შეინახეთ.
  4. ფარში მოამზადეთ. გასუფთავებული ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ფარში, მარილი და წიწაკა დაუმატეთ, აურიეთ.
  5. ჩოგბურთის ბურთის ზომის ცომის ნაჭერი აიღეთ, კვერის ფორმა მიეცით. კვერის ნახევარში ფარში მოათავსეთ, თანაბრად გადანააწილეთ, ზემოდან კვერის მეორე ნახევარი დააფარეთ. კუთხეები შეკარით, ჰაერი გამოდევნეთ.
  6. ჩებურეკი ფრის საწვავ აპარატში ან ტაფაზე შეწვით. ტაფაზე შეწვის მეთოდი: სქელძირიან ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით და გაახურეთ. შემდეგ 2 ჩებურეკი ტაფაზე დადეთ და ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  7. მზა ჩებურეკები ქაღალდის პირსახოცზე დააწყვეთ. სუფრაზე ცხელი ჩებურეკები გაიტანეთ.

ჩებურეკი „გრადუსში“ შესანიშნავი რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.