გემრიელი ღვეზელი ყველიანი ცომით. ასეთ ცომეულზე უბრალოდ შეყვარებული ვარ

463

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ყველიანი ცომით მომზადებულ ღვეზელს. ასეთი ცომეული როგორც თქვენ, ასევე მთელ ოჯახს მოეწონება.

ინგრედიენტები:

  • 120 გრ ყველი
  • 150 გრ კარაქი
  • 1/3 ჩ/კ მარილი
  • 260 გრ ფქვილი
  • 5 ს/კ ცივი წყალი
  • შიგთავსისთვის:
  • 2 ვაშლი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება:

  1. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  2. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ მარილი და მაცივრიდან გამოღებული კარაქი. კარაქი დანით მსუბუქად დაჭერით. გახეხილი ყველი დაუმატეთ და ხელებით დაფშვენით. 5 ს/კ ყინულივით ცივი წყალი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
  3. ცომი 1 საათით მაცივარში შეინახეთ.
  4. გასუფთავებული ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ლიმონის წვენი მოასხით, შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
  5. ერთ საათში ცომი 4-5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ, ჭიქებით რგოლები გამოჭერით.
  6. შუაში შიგთავსი ჩადეთ და კიდეები შეკარით.
  7. ღვეზელები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
  8. ღვეზელებს რძე წაუსვით და შაქარი მოაყარეთ.
  9. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ.
  10. გემრიელად მიირთვით!