გემრიელი ფუნთუშები – კრუასანები შოკოლადის გულსართით, უმარტივესად

1201

შოკოლადის დესერტის მომზადება ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა!

ინგრედიენტები

  • ფქვილი 450გ
  • თბილი რძე 150მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 100გ
  • მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზს + 70გ გამღვალი კარაქი
  • მშრალი საფუარი 1,5გ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ვანილი
  • შოკოლადის პასტა
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

თბილ რძეს დაუმატეთ შაქარი, მარილი, სსაფუარი და რამდენიმე კოვზი ფქვილი. მოურიეთ და დატოვეთ 15 წუთი.

ამოფუებულ მასას დაუმატეთ კარაქი, კვერცხი, ვანილი და მოურიეთ.

გაცერით ფქვილი და მოაყარეთ მასას, მოზილეთ ცომი, დაუმატეთ მცენარეული ზეთი, დაამუშავეთ რამდენიმე წუთი და დატოვეთ 40 წუთი პირსახოცის ქვეშ. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ელასტიური.

ცომი გაყავით 10 ნაწილად, გააბრტყელეთ თითოეული. ერთ კუთხეში მოათავსეთ შოკოლადის პასტა, გადაახვიეთ შუამდე, დააწექით თითებით დასაფიქსირებლად. მეორე ნაწილი გაჭერით დანით და დაახვიეთ რულეტისებურად. ძალიან ლამაზი გამოდის.

გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და წაუსვით კვერცხი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!