გემრიელი, ფაფუკი და არომატული ფორთოხლის ნამცხვარი

1466

თუ თქვენ ეძებთ გემრიელი, ფაფუკი და არომატული ნამცხვრის რეცეპტს, მაშინ – ფორთოხლის ნამცხავრი თქვენთვის არის. მისი მომზადება უმარტივესია.

ყველი მასკარპონე და ნაღები ტორტს სძენს სინაზეს და სირბილეს. ეს ნამცხვარი თქვენი საყვარელი დესერტი გახდება.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • კარაქი 200გ
  • შაქარი 150გ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • ფორთოხლის ჟელე 90გ
  • წყალი 480მლ
  • ნაღები 200მლ
  • ყველი მასკარპონე 250გ
  • შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი
  • ჟელატინი 1 სუფრის კოვზი
  • საფანელი გემოვნებით

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ფორთოხალი, გახეხეთ ქერქი და გამოწურეთ.

2.ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და გამღვალი კარაქი. გააგრძელეთ მორევა, გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.

3.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, კუთხეები დაამუშავეთ ზეთით, მოაყარეთ საფანელი და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 60 წუთი. ამის შემდეგ დატოვეთ 10 წუთი დახურულ ღუმელში.

4.ფორთოხლის ჟელეს დაასხით 1,5 ჭიქა წყალი. მოურიეთ და გააგრილეთ.

5.მასკარპონეს დაუმატეთ ნაღები და მიღებული მასა მოათავსეთ მაცივარში.

6.როცა ჟელე გაგრილდება და შექელდება, კორჟს მოაჭერით ზემოთა ნაწილი და მოასხით ჟელე. გადაანაწილეთ თანაბრად და მოათავსეთ მაცივარში.

7.ჟელატინს მოასხით ცხელი წყალი და ურიეთ. ცოტა წყლით გაალღვეთ ჟელატინი და დაელოდეთ გაგრილებას.

8.მასკარპონეს მასას დაუმატეთ შაქრის ფხვილი და ათქვიფეთ მიქსერით. ურიეთ ნელ სიჩქარეზე და მოასხით გაგრილებული ჟელატინი.

9.კრემი წაუსვით ბისკვიტს და ტორტი მოათავსეთ მაცივარში 3 საათი.

10.მოჭრილი ბისკვიტი დაფხვენით და მოაყარეთ ზემოდან.

ამ ტორტის მოსამზადებლად გამოიყენეთ ცხიმიანი ნაღები. იდეალურია 30%. აუცილებლად მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!