გემრიელი და ორიგინალური კერძი: ღორის ხორცი ტკბილ–მჟავე სოუსში

562

გსურთ ახლობლები ახალი და ორიგინალური კერძებით გაახაროთ? მაშინ Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხორცს ტკბილ–მჟავე სოუსში.

კერძი ჩვენთან აღმოსავლეთ სამზარეულოდან შემოვიდა და საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური გემო აქვს. კერძი უფრო ჰარმონიული რომ გამოვიდეს, ყველა პროდუქტი ზუსტად ერთნაირ ფორმებად დაჭერით.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ღორის ხორცი
  • 1 სტაფილო
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 1 ჩილის წიწაკა
  • 4 ს/კ სოიოს სოუსი
  • 2 ს/კ ბრინჯის ძმარი
  • 6 ს/კ წყალი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ სახამებელი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 სმ კოჭის ნაჭერი

მომზადების წესი:

  1. ხორცი გარეცხეთ, პირსახოცზე გაამშრალეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით. თასში გადაიტანეთ, 2 ს/კ სოიოს სოუსი და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ.
  2. ყველაფერი კარგად აურიეთ და 30 წუთით გააჩერეთ.
  3. წიწაკას თესლი მოაშორეთ და ნაჭრებად დაჭერით. ჩილის წიწაკაც დაჭერით და კოჭა გაათავისუფლეთ.
  4. ფინჯანში სოიოს სოუსი ჩაასხით, წყალი, ძმარი, შაქარი და სახამებელი დაუმატეთ, ყველაფერი კარგად აურიეთ.
  5. ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით და სტაფილო რამდენიმე წუთით შეწვით. შემდეგ ბულგარული წიწაკა და კოჭა დაუმატეთ, აურიეთ და დარბილებამდე თუშეთ.
  6. მზა ბოსტნეული თეფშზე გადაიტანეთ, დარჩენილ ზეთში ხორცი მოათავსეთ. შეწითლებამდე შეწვით, ბოსტნეული, ცხარე ჩილის წიწაკა და მზა სოუსი დაუმატეთ.
  7. ყველაფერს აურიეთ და 3 წუთით თუშეთ. როგორც კი სოუსი ცოტა შეიკვრება, ცეცხლი გამორთეთ.
  8. მნიშვნელოვანია! ხორცი სოუსში დიდხანს არ გააჩეროთ. თუ ძალიან გასქელდება, წყალში გააზავეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  9. გემრიელად მიირთვით!