გემრიელი და ნაზი ვაფლები იდეალური საუზმისთვის

613

საუკეთესო დილის დასაწყებად საჭიროა საუკეთესო საუზმე. ასეთი დღის მოწყობაში ჩვენ დაგეხმარებით. უგემრიელესი ვაფლები ნამდვილად გაგილამაზებთ დღეს.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 500გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • კარაქი 125გ
  • შაქარი 5 სუფრის კოვზი
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი
  • ფქვილი 125გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი 2 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. გამოწურეთ ხაჭო 2 ჯერ ან ათქვიფეთ ამოფუებამდე.
  2. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი. მიქსერის ჯამში მოათავსეთ მარილი, შაქარი, ვანილი და რბილი კარაქი. ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. თითო-თოთოდ დაუმატეთ კვერცხი და აუცილებლად ათქვიფეთ 20 წამი თითოეული კვერცხის დამატების შემდეგ.
  3. დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ ძალიან კარგად. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი.
  4. ვაფელნიცას წაუსვით ცხიმი და გადაანაწილეთ მასზე ცომი. ცხელ ვაფლებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!