გემრიელი და არომატული ფუნთუშა არაჟანზე

972

ძალიან რბილი, ჰაეროვანი და საოცრად გემრიელი ფუნთუშები არაჟანზე.

მარტივი და სწრაფი რეცეპტი. მარტივად გაუმკლავდებიან გამოუცდელი დიასახლისებიც.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • არაჯანი 3 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მწიკვი მარილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი.
  2. დაუმატეთ მარილი და შაქარი.
  3. ხელის სათქვეფით ათქვიფეთ.~
  4. თქვეფის პროცესში დაუმატეთ არაჯანი.
  5. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
  6. გაცრილი ფქვილი ნელ-ნელა დაუმატეთ მთავარ მასას.
  7. ცომი გადმოიტანეთ მაგიდაზე და განაგრძეთ დამუშავება.
  8.  ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ოდნავ წებოვანი.
  9. სამუშაო მაგიდა და ხელები დაამუშავეთ ზეთით.
  10. ხელით მიეცით ოვალური ფორმა (სისქე 1 სმ).
  11. ამოჭერით მომავალი ფუნთუშები.
  12. გააცხლეეთ ტაფა.
  13. დაასხით ზეთი და შეწვით ფუნთუშები.
  14. საშუალო ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან.
  15. მზა ფუნთუშები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
  16. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!