გემრიელად ჭამა გსურთ, მაცივარში კი მხოლოდ პელმენი გაქვთ? არაფერია, როცა ეს რეცეპტი გაქვთ

669

ერთ დროს ათასობით საერთო საცხოვრებლის სამზარეულოებში მილიონობით სტუდენტი კერძებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და მათთვის ახალი და უჩვეულო გემოს მინიჭებას ცდილობდნენ. ამ ექსპერიმენტების უმეტესობამ მარცხი განიცადა, მაგრამ ზოგიერთი არა მხოლოდ წარმატებული გახდა, არამედ „ხალხში გავრცელდა“.

ბევრი გამოცდილი რეცეპტი სწორედ პელმენით იწყებოდა. მისგან რას არ ამზადებდნენ – პიცით დაწყებული მობრაწულით დამთავრებული! პელმენის მობრაწულა არის კერძი, რომელსაც მოგვიანებით „ზარმაცი ცოლი“ უწოდეს. დღეს სწორედ მის რეცეპტს გთავაზობთ.

პელმენის მობრაწულა

ინგრედიენტები:

  • 800 გრ პელმენი
  • 2-3 ხახვი
  • 100 გრ ხმელი ყველი
  • 4 კვერცხი
  • 250 გრ მაიონეზი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • მწიკვი წიწაკა
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ხახვი წინასწარ გაასუფთავეთ და გარეცხეთ. კუბებად დაჭერით. ტაფა გააცხელეთ – მცენარეული ზეთი არ დაგავიწყდეთ! მზა ტაფაზე ხახვი 3 წუთით შეწვით, სანამ ოქროსფერი არ გახდება. აუცილებლად მოურიეთ!
  2. ზეთწასმული ფორმა ღუმელში 1,5 წუთით შედეთ, რომ ოდნავ შეთბეს.
  3. გახურებულ ფორმაზე პელმენი ერთ ფენად დააწყვეთ. ზემოდან მარილი და წიწაკა მოაყარეთ. შემწვარი ხახვი ზემოდან დაუმატეთ.
  4. კვერცხი ათქვიფეთ, მარილი, წიწაკა და მაიონეზი დაუმატეთ. კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა პელმენებს დაასხით.
  5. ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ეს ბოლო ფენაა.
  6. ღუმელში მომავალი მობრაწულას ფორმა შუა თაროზე მოათავსეთ. 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მობრაწულა 40 წუთით აცხვეთ.
  7. მწვანილი დაჭერით. ახალ მომზადებული მობრაწულა დაჭრილი მწვანილით მორთეთ.

ესეც ასე! მილიონი მშიერი სტუდენტის ოცნება სუფრაზე გაქვთ და რაღაც ფუა-გრაზე ცუდად არ გამოიყურება! გემრიელად მიირთვით!