მარტივი და უგემრიელესი ცხობილა.
მისი გემო ბავშვობიდან ყველას ეცნობა: ტკბილი, ფხვიერი ცომი, ოდნავ მომჟავო შიგთავსით.
მოდით გამოვაცხოთ ერთად!
ინგერდიენტები
- ხორბლის ფქილი 400გ
- შაქარი 100გ
- კვერცხი 1 ცალი
- კარაქი 180გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
- ვანილი 10გ
- ქლიავის ჯემი (ან ნებისმიერი)
- შაქრის ფხვნილი
მომზადება
- ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი.
- გაყინული კარაქი გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ ფქვილს.
- ხეხვის პროცესში, კარაქი ამოავლეთ ფქვილში.
- დაუმატეთ გამაფხვიერებეი და ხელით მოურიეთ საგულდაგულოდ.
- ცალკე ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი და ვანილი.
- ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.
- დაუმატეთ არაჟანი და გააგრძელეთ თქვეფა.
- კვერცხის მასა დაუმატეთ ფქვილის მასას.
- მოურიეთ და მოზილეთ ცომი.
- ცომი დაამუშავეთ მაგიდაზე.
- მზა ცომი დააბურთავეთ, მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ საყინულეში 20 წუთი.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად, დაახლოებით 2/3 და 1/3.
- დიდი ნაწილი გააბრტყელეთ 7-8მმ ფირფიტად.
- მოათავსეთ ქაღალდით ამოფენილ ფორმაში.
- წაუსვით ჯემი.
- ჯემს მოაყარეთ გახეხილი ცომი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!