გახეხეილი ნამცხვარი – რეცეპტი, რომელიც 30 წლის წინ დაიწერა

692

გახეხილი ნამცხავრი ალუბლით, ჩემი ბავშვობის საყვარელი გემოა. ბებო ამ დესერტს გახეხილ ორცხობილას ეძახდა, ის დიდ ფირფიტას რამდენიმე ნაწილად ჭრიდა.

გახეხილი ნამცხვარი ალუბლით

გახეხილი ნამცხვარი – ეს ნოყიერი და უგემრიელესი დესერტი მზადდება უმარტივესად. შიგთავსი რათქმაუნდა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებით, მე ხშირად ვამზადებ ხაჭოს და ქიშმისშის შიგთავსითაც.

დღეს ამ დესერტს ჩვენ კენკრით მოვამზადებთ. გთავაზობთ მოცხარის ნაცვლად გამოვიყენოთ ალუბალი, რათა გავხადოთ მეტად ორიგინალური.

ინგრედიენტები

  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 2/3 ჭიქა შაქარი
  • 100გ მარგარინი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 1გ ვანილი
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1,5 ჩაის კოვზი გააქტიურებული სოდა
  • 500გ ალუბალი
  • 2/3 ჭიქა შაქარი შიგთავსისთვის
  • 2,5 ჩაის კოვზი სახამებელი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ალუბლის შიგთავსი. კარგად გარეცხეთ ალუბალი და გაასუფთავეთ თესლისგან. ჩაყარეთ ღრმა ქვაბში, მოაყარეთ შაქარი და აადუღეთ.

2.წამოდუღების შემდეგ დაუმატეთ სახამებელი და ცეცხლზე დატოვეთ შესქელებამდე. ადუღბის შემდეგ აუცილებლად გააგრილეთ.

3.დროა მოვამზადოთ ცომი. გაალღვეთ მარგარინი, დაუმატეთ ზეთი. ეს მასა გადაიტანეთ წინასწარ გაცრილ ფქვილში. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.

4.ფქვილის მასას დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, ვანილი, სოდა და შაქარი. მოზილეთ ცომი და გაყავით ორად.

5.ცომის პატარა ნაწილი მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი, ხოლო მეორე ჩააფინეთ ფორმაში.

6.ალუბლის შიგთავსი თანაბრად გადაანაწილეთ, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ცომი.

7.დესერტი გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!