გასწავლით, როგორ მოამზადოთ ტოლმა ცომში და ამ კერძისთვის იდეალური სოუსი

186

ტოლმა თხელ ცომში ორიგინალური კერძია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მეგობართან სახლში პირველად მივირთვი. ტრადიციული კერძისგან იმდენად განსხვავდება, რომ ტოლმასაც ვერ უწოდებთ. ამ კერძში სოუსი კარტოფილით დიდ როლს თამაშობს.

იმდენად ორიგინალურად გამოიყურება, რომ ვერასდროს წარმოიდგენთ, რომ ტოლმით გაგიმასპინძლდნენ. თეფშზე თავს იწონებს მოთუშული ბოსტნეული კარტოფილით და უჩვეულო პელმენებით.

სოუსი ტოლმისთვის

ცომის ინგრედიენტები:

  • 500 გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 150 მლ ცხელი წყალი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 სტაფილო (საშუალო ზომა)
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ქინძი (დაფქული)
  • 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა (დაფქული)
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1 ჩ/კ პაპრიკა (დაფქული)
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი (საშუალო ზომა)
  • 600 გ ღორის ხორცი (ახალი)
  • 100 გ კომბოსტო (ახალი)
  • 100 გ ბრინჯი

სოუსის ინგრედიენტები:

  • 2 კარტოფილი (500 გ)
  • 1 დიდი ხახვი
  • 2 სტაფილო (საშუალო ზომა)
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა (დაფქული)
  • 1 ჩ/კ შებოლილი პაპრიკა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 500 მლ წყალი
  • 1 კონა მწვანილი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. ჯერ ცომი მოამზადეთ. 80 გრადუსამდე გაცხელებულ წყალს დაუმატეთ მარილი და მცენარეული ზეთი. ფქვილი და კვერცხი კოვზით აურიეთ.

2. ფქვილის ნარევი წყლის და ზეთის ნარევს დაუმატეთ. ცომი მოზილეთ, ჯერ კოვზით, შემდეგ ხელით. მზა ცომი პარკში გაახვიეთ და გვერდზე გადადეთ.

3. შიგთავსი მოამზადეთ. ბრინჯს მდუღარე წყალი დაასხით. ცოტა ხანში გადაწურეთ და გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ღორის ხორცი ხორცსაკეპში გაატარეთ. ნიორი დაჭყლიტეთ და ფარშს დაუმატეთ.

4. სტაფილო გახეხეთ, ხახვი და კომბოსტო წვრილად დაჭერით. პროდუქტები ერთ თასში მოათავსეთ. პომიდვრის პასტა, მარილი და სანელებლები დაუმატეთ და აურიეთ.

5. ცომი დაყავით, შემდეგ თხლად გააბრტყელეთ, როგორც პელმენის შემთხვევაში. დაჭერით მართკუთხედებად. თითოეულს 0,25 ჩ/კ კარაქი წაუსვით. ასე ნაზ კარაქის გემოს შეიძენს.

6. შიგთავსი ცომზე გადაანაწილეთ და ტოლმასავით შეკარით. ნაკერით ქვემოთ ფქვილმოყრილ ლანგარზე გადაიტანეთ.

7. ცომის და შიგთავსის დასრულებამდე ასე გააგრძელეთ. ტოლმის ნაწილი შეგიძლიათ შეინახოთ. საყინულეში მოათავსეთ და გაყინეთ.

8. სოუსი მოამზადეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, წიწაკა – ზოლებად, სტაფილო – რგოლებად, კარტოფილი – პატარა კუბებად. მწვანილი წვრილად დაჭერით.

9. ქვაბში ზეთი გააცხელეთ და ხახვი შეწვით. შემდეგ დაუმატეთ კარტოფილი, სტაფილო, წიწაკა. 2–3 წუთი ძლიერ ცეცხლზე წვით. ბოლოს პომიდვრის პასტა, მარილი და სანელებლები დაუმატეთ.

10. წყალი დაასხით, დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ და სოუსი ადუღებამდე მიიყვანეთ. ცხელ სოუსში ტოლმა ჩააწყვეთ. ადუღებას დაელოდეთ და კერძი 40 წუთი სუსტ ცეცხლზე ჩაშუშეთ. მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ.

თუ მთელ პორციას ამზადებთ, გირჩევთ, რომ ტოლმა საცხობ ფორმაზე გადაიტანოთ, ფოლგა დააფაროთ და გახურებულ ღუმელში ჩაშუშოთ.