ქათმის სალათის მოყვარულებს სალათის ეს ვარიანტიც ძალიან მოეწონებათ. აქ უფრო მეტი ბოსტნეული და ვიტამინია. ასე რომ ნუ დაზარდებით, და სცადეთ მისი მომზადებაც.
ინგრედიენტები:
სალათისთვის:
- 60 მლ ღია ფერის თაფლი
 - 2 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი
 - მარილი და შავი პილპილი
 - 4 ნაჭერი წიწილის თეთრი ხორცი
 - 200 გ (4 ჭიქა) სხვადასხვა სალათის ფოთოლი
 - 20 პამიდორი ჩერი
 
სოუსისთვის:
- 90 მლ (6 ს.კ.) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
 - 2 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
 - მარილი და შავი პილპილი
 
მომზადების წესი:
- სალათა: თაფლი და მდოგვი მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ, შეაზავეთ მარილით, შავი პილპილით. კულინარიული ფუნჯით ყველა მხრიდან გადაუსვით წიწილის ხორცს.
 - კარგად დაბრაწეთ.
 - შემწვარი წიწილი 5 წუთი გააგრილეთ და დაჭერით.
 - სალათის მწვანე ფოთლები და შუაზე გაჭრილი პამიდვრები ჯამში გადაიტანეთ, მსუბუქად შეანჯღრიეთ. სალათა თეფშებზე გადაანაწილეთ. თითოეულ ულუფას წიწილის მეოთხედი ნაწილი დაადეთ.
 - სოუსი: ზეითუნის ზეთი და ძმარი ბალზამიკო მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. მოასხით სალათას.
 
გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!
            







