განსხვავებული გემო – ლიბანური წიწილის სალათა ბულგურით

1579

ბულგური დაღერღილი ხორბალი არ არის. იგი ხორბლის მშრალი და დაცეხვილი მარცვლების თერმული დამუშავებისა და დაფქვის შედეგად მიიღება. ვინაიდან ის წინასწარაა მომზადებული, მხოლოდ დალბობა სჭირდება. ღერღილი კი მომზადებას მოითხოვს. მზა ბულგური ბევრ სუპერმარკეტში იყიდება და ახლო აღმოსავლეთის, ხმელთაშუაზღვისა და ბალკანეთის ქვეყნების სამზარეულოებში გამოიყენება. სწორედ ბულგურია დღევადელ სალათში მთავარი ინგრედიენტი.

ინგრედიენტები:

სალათისთვის:

  • 180 გ ბულგური
  • 500 მლ მდუღარე წყალი
  • 1 შემწვარი წიწილი
  • 120 გ კონსერვირებული ბულგარული წიწაკა
  • 1 წითელი ხახვი
  • 400 გ მუხუდო
  • 100 გ ქორფა ოხრახუში
  • 50 გ ქორფა პიტნა

სოუსისთვის:

  • 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 90 მლ ლიმონის წვენი
  • მარილი და შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. სალათა: ბულგურს დაასხით მდუღარე წყალი, მოურიეთ, 10 წთ გააჩერეთ. საწურზე გადაიტანეთ და დატკეპნეთ, რომ კარგად დაიწრიტოს. შემდეგ დიდ სასალათეში გადაიტანეთ.
  2. წიწილს მოაცილეთ კანი და ძვლები. ხორცი დაჭერით.
  3. ბულგურს დაუმატეთ წიწილის ხორცი, მუხუდოს მარცვლები, თხლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ხახვი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და პიტნა.
  4. სოუსი: ზეითუნის ზეთი და ახალგამოწურული ლიმონის წვენი ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ. შეკაზმეთ მარილითა და ახალდაფქული შავი პილპილით. სალათას მოასხით და მსუბუქად შეანჯღრიეთ. სალათა მზადაა. გემრიელად მიირთვით. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.