განსაკუთრებული გემო – სპაგეტი კარამელიზებული ხახვის საწებლით

1657

სრულმარცვლოვან სპაგეტის განსაკუთრებული გემო აქვს და კარამელიზებულ ხახვის საწებელს უხდება. შეგიძლიათ კერძისთვის ჩვეულებრივი პასტაც გამოიყენოთ.

ინგრედიენტები: 

  • 6 ხახვი
  • 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი
  • 250 მლ საქონლის ბულიონი (შინ მომზადებული ან ბულიონის კუბი)
  • 500 გ სრულმარცლოვანი სპაგეტი
  • ოხრახუში

მომზადების წესი: 

  1. სქელძირიან ტაფაში ჩაასხით ზეთი და დაბალ ცეცხლზე ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვის შუშვას შეუდექით. მცირეოდენი მარილი (დაბალ ტემპერატურაზე მარილის გემო ძლიერდება) და ახალდაფქული პილპილი მოაყარეთ და დაახურეთ.
  2. ხახვი ძალიან დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 1 სთ შუშეთ. ის თანდათან უნდა დარბილდეს, ჩაიშალოს პერიოდულად საქონლის ბულიონი ასხით და ურიეთ, რომ საწებლის კონსისტენციამდე მიიყვანოთ. ძალიან არ გაათხელოთ. მომზადებული სოუსი კრემისებური და ოქროსფერი უნდა იყოს.
  3. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყართ მარილი და აადუღეთ. ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ ( Al dente).
  4. მომზადებული სპაგეტი შემთბარ ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ საწებელი, მოაყარეთ ოხრახუშით და ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ. კერძი სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.