გამომცხვარი ხორცი, რომელიც სადღესასწაულო მაგიდას ამშვენებს

568

გამომცხვარი იხვი ვაშლით

ინგრედიენტები

  • 1,8 – 2კგ იხვი
  • 20გ მდოგვი
  • 4-5 ცალი ვაშლი
  • 30მლ სოიოს სოუსი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. იხვი დატოვეთ მთელი ღამე ცივ მარილიან წყალში.
  2. მეორე დღეს გაამშრლეთ იხვი. მოაყარეთ წიწაკა, წაუსვით მდოგვი გარედანაც და შიგნიდანაც. დაელოდეთ 30 წუთი.
  3. დაჭერით ვაშლი. ამოავსეთ იხვი, დაამაგრეთ გაჭრილი ნაწილი ხის წკირებით.
  4. გამოაცხეთ 250 გრადუსზე 20 წუთი. ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 220 გრადუსამდე და გამოაცხეთ 20 წუთი. ისევ დაადაბლეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და გამოაცხეთ კიდევ 40 წუთი.
  5. თაფლს დაუმატეთ სოიოს სოუსი. მომზადებამდე 15 წუთით ადრე მოასხით სოუსი იხვს.

გამომცხვარი კურდღელი ლუდში

ინგრედიენტები

  • 1,5კგ კურდღლის ხორცი
  • 12 კბილი ნიორი
  • 50გ კარაქი
  • 300გ შებოლილი ფილე
  • 350მლ ლუდი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხორცი, თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში.
  2. ფილე დაჭერით, მოათავსეთ კურდღლის ზემოდან. მოაპნიეთ ნივრის გასუფთავებული კბილები და კარაქი. ფომაშ ჩაასხით ლუდი და დააფარეთ თავსაფარი.
  3. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 40 წუთი. მოხსენით ფოლგა და გამოაცხეთ დამატებით 20 წუთი.

გამომცხვარი ხორცი სიდრით

ინგრედიენტები

  • 500გ ღორის ხორცი
  • 2 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ვაშლი
  • 300მლ ვაშლის სიდრი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ხორცს მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შეწვით ყველა მხრიდან. გადაიტანეთ ხორცი ფორმაში.
  2. დაჭერით ხახვი და ვაშლი.
  3. ხახვი მოთუშეთ ნიორთან და ვაშლთან ერთად. ჩაასხით სიდრი და მოთუშეთ 5 წუთი.
  4. სოუსი დაუმატეთ ხორცს და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვთ!