გაზქურასთან დიდ ხანს ტრიალის დრო არ მაქვს, ამიტომ 20 წუთში ვამზადებ „ნაპოლეონს“ ზარმაცებისთვის

1727

ბევრისთვის ნაცნობი და ძალიან საყვარელია ნამცხვარი „ნაპოლეონი“. ნაყიდი დესერტი ყოველთვის როდია ისეთივე გემრიელი, როგორც შინ გამომცხვარი. მაგრამ როცა დიდი დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ მოამზადოთ „ნაპოლეონი“ ზარმაცებისთვის.

ამ დესერტის მოსამზადებლად ღუმელის გახურება არ არის საჭირო, ნამცხვარი ხრაშუნა გამოვა, ნაზი კრემი კი პირში დადნება. ჩვენი აზრით, ეს გახლავთ „ნაპოლეონის“ საუკეთესო ვარიანტი. სცადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 800 გრ ფენოვანი ნამცხვარი
  • 1 ლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 150 გრ კარაქი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 6 ს.კ. ფქვილი
  • 1 მწიკვი ვანილი

მომზადება

1. შეურიეთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი და ვანილი.

2. კარგად მოურიეთ მასას, დაასხით რძე და დადგით ნელ ცეცხლზე.

3. მოხარშეთ კრემი, მუდმივად ურიეთ, სანამ არ შესქელდება. როცა კრემი ოდნავ გაცივდება, დაუმატეთ კარაქი.

4. შეგიძლიათ ააწყოთ ნამცხვარი: ამოავლეთ ნამცხვრები კრემში და დააწყვეთ ლანგარზე. რაც უფრო მეტს წაუსვამთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.

5. ნამცხვრის ბოლო ფენას წაუსვით დარჩენილი კრემი.

6. მოაყარეთ ზემოდან ნაფხვენები. უნაზესი დესერტი მზადაა!

ეს ნამცხვარი ძალიან უყვარს ჩემი ოჯახის წევრებს. მისი მომზადება დამწყებ კულინარსაც შეუძლია. გამოცდილი დიასახლისებისთვის კი ნამდვილი აღმოჩენა გახდება. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!