გადასარევად გემრიელი ნამცხვარი, არც კი მჯერა რომ ამ სილამაზის გამოცხობა შეიძლება საფუარის გარეშე

2139

როდესაც პატარა ვიყავი, ჩემს ოჯახში შეიძლებოდა ყოველთვის პირის ჩატკბარუნება გემრიელი ნამცხვრებით, პრაქტიკულად ყოველ დღე დედა და ბებია მთელ ოჯახს ანებივრებდნენ ფუნთუშებით, როგალიკებით, ღია და დახურული პეროგებით, შარლოტკით, კექსებით და ტორტებით, მაგრამ როდესაც მე მეკითხებოდფნენ რა გინდა განსაკუთრებული რომ გამოვაცხოთ , მე ვთხოვდი , რომ გამოეცხოთ ვატრუშკები, არა მუჭისხელა ფუნთუშები , რომლებიც წამში შეიჭმევა, არამედ, პეროგი -ვატრუშკა.

ნამცხვარი ვარტუშკა – ეს არის დღემდე ჩემი საყვარელი ნამცხვარი, დროთა განმავლობაში მისი ცხობა მეც ვისწავლე, და ყოველთვის ვუბრუნდებოდი ასეთი ცომის რეცეპტს, უბრალო ინგრედიენტები და არაჩვეულებრივი გემო, ასე ვახასიათებ ამ საოცრებას

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 5ც
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ნაღები 1 ჭიქა
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • კარაქი 2 სადილის კოვზი
  • ხაჭო 0,5 კგ.
  • მანი 1 სადილის კოვზი
  • ვანილი 5გრ.
  • კენკრა გემოვნებით
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი

მომზადების წესი

  1. ათქვიფეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და 2 კვერცხი.

2. დაუმატეთ ნაღები, ფქვილი, და სოდა, , აურიეთ , დაადნეთ კარაქი და შეურიეთ

3. მოზილეთ თხელი ერთგვაროვანი ცომი

4. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, 3 კვერცხი, ვანილი და მანი და აურიეთ ცომში.

5. მოუსვით ფორმას კარაქი, მოაყარეთ ფქვილი, გადმოასხით ცომი, შუაში მოასხით ხაჭო

6. ზემოდან დაალაგეთ კენკრა ან ხილი

7. გააცხელეთ აერღუმელი 180 გრადუსზე და შედგით 30 წუთით

8. სანამ არ გაცივდება პეროგი არ გადმოიღოთ ფორმიდან, შემდეგ დაჭერით ნაჭრებად.

პატარა ვატრუშკებს ხაჭოთი და ქიშმიშით აცხობდა ყველა, ნამდვილად ძალიან გემრიელია, მაგრამ პეროგი ვატრუშკა გადაფარავს ყველაზე კარგ რეცეპტსაც კი, სულ ცოტა ცოცხალი ან გაყინული კენკრა ან ხილი კექსს აძლევს განსაკუთრებულ სილამაზეს და დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას…