ბუმბულივით რბილი და ნაზი თაფლის ტორტი

953

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელი თაფლის ტორტის რეცეპტს, რომელიც ნაზი, რბილი და კარგად გაჟღენთილია.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 450-500 გრ ფქვილი
  • 4 ს/კ თაფლი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 5 კვერცხი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  • 150 გრ შაქარი

კრემის ინგრედიენტები:

  • 200 მლ ნაღები
  • ვანილი

მომზადება:

  1. თაფლი სუსტ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მოხარშეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და სოდა დაუმატეთ და აურიეთ. გააგრილეთ.
  2. კვერცხი ფუმფულა ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, შემდეგ თაფლის მასას აურიეთ და სათქვეფით ათქვიფეთ.
  3. გამაფხვიერებელი დაუმატეთ, აურიეთ და ნაწილ–ნაწილ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ.
  4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი ჩაასხით, გაათანაბრეთ.
  5. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შეწითლებამდე აცხვეთ.
  6. კრემისთვის ნაღები და ვანილი აურიეთ და ფუმფულა მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  7. გაგრილებული ბისკვიტი სამ ნაწილად დაყავით და შემდეგ თითოეული შუაზე გაჭერით.
  8. ჩამოჭრილი კიდეები დაფშვენით.
  9. ტორტი ააწყვეთ. ბისკვიტის ფენას კრემი წაუსვით და ნაფშვენი მოაყარეთ.
  10. მზა ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!