ბულგარეთის სავიზიტო ბარათი – ბანიცა. გემრიელი და ფაფუკი

736

ბანიცა გამოდის ძალიან გემრიელი და ფაფუკი.

ორიგინალურ ვარიანტში ის მზადდება ცომით “ფილო”, ახლა ამ ცომს ბევრგან იყიდით, მაგრამ მის გარეშეც ძალიან გემრიელი გამოდის. ჩვენ გამოვიყენებთ უსაფუარო მარილიან ცომს და ლავაშს.

ბანიცა ცომი”ფილოთი”

ინგრედიენტები

  • 2 შეკვრა ცომი “ფილო”
  • 350მლ რძე
  • 150გ მცენარეული ზეთი
  • 300-350გ ბრინზა
  • 4 კვერცხი

მომზადება

  1. მაღალ კუთხეებიან ფორმას წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ 2 ფენა ცომი.
  2. ზემოდან მოაფხვენით ბრინზა, დაახლოებით 50-60გ, ბევრი ფენაა ამიტომ მეტი არ გინდათ.
  3. შემდეგ ისევ გაიმეორეთ: 2 ფენა ცომი, ბრინზა, ბოლო ფენა უნდა იყოს ცომის.
  4. დაჭერით ბანიცა კვადრატებად დაახლოებით 12 ნაწილად.
  5. თანაბრად მოასხით გამღვალი კარაქი ან მარგარინი.
  6. ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის რძე, მოასხით ბანიცას თანაბრად.
  7. ოდნავ შეანჯღრიეთ კერძი, რათა მოსხმული მასები უკეთ გაუჯდეს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
  8. მზა ბანიცა არ უნდა იბზარებოდეს.

ვარიანტი ფენოვანი ცომისგან

ინგრედიენტები

  • 1 შეკვრა(400გ) უსაფუარო ფენოვანი ცომი
  • 125მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 50გ კარაქი

მომზადება

  1. ბანიცას შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ბრინზა, კარტოფილი, ხახვი კვერცხთან ერთად, აი ნებისმიერი რამ რაც გიყვართ. ხაჭოს, შაქარი და ქიშმიშიც უგემრიელესი გამოდის.
  2. გააბრტყელეთ ცომი და გაჭერით 2 ნაწილად. ერთი მოათავსეთ ცხიმიან ფორმაზე.
  3. გადაანაწილეთ გულსართი, დააფარეთ მეორე ნაწილი ცომი და დაჭერით.
  4. მოასხით გამღვალი კარაქი.
  5. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე და მოასხით ბანიცას. შეანჯღრიეთ ფორმა.
  6. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული.

ბანიცა უმარტივესად ლავაშით

ინგრედიენტები

  • ლავაში 1-2 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხაჭო 200გ
  • კარაქი 50გ
  • რძე 70მლ
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი, ჩაასხით რძე, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაუმატეთ ხაჭო და კარგად მოურიეთ.
  2. დაჭერით ლავაში. ერთი ფენა მოათავსეთ ფორმაზე და ზემოდან დაახეხეთ კარაქი.
  3. ზემოდან გადაანაწილეთ გულსართი, დააფარეთ შემდეგი ფენა და ისევ მოახეხეთ კარაქი. ლავაშის დამთავრებამდე იდენტურად ააწყვეთ.
  4. ბოლო ფენას წაუსვით არაჟანი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაწონი ან კეფირი.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!