“ბუდეები” თევზის შიგთავსით: სულ რაღაც 30 წუთში არომატული ხემსი მზადაა

1074

რა კარგია, როცა ოჯახის წევრების გემოვნება ემთხვევა! ჩემს ოჯახში მაგალითად უყვართ ცომის ნაწარმი: კექსები, ტორტები, ღვეზელები, ნამცხვრები.

ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფრის მოსამზადებლად დრო ყოველთვის როდი მყოფნის. მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის მაქვს სხვა ვარიანტებიც. ყველაზე ხშირად ვამზადებ თევზის “ბუდეებს”. ასეთ ხემსს სადღესასწაულო სუფრაზეც თამამად მიართმევთ..

ინგრედიენტები

  • 300 გრ ბაგეტი
  • 500 მლ რძე
  • 300 გრ თეთრი თევზის ფილე
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც ხახვი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ბაგეტი 7-8 სმ სისქეზე. ამოავლეთ რძეში. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი და მოათავსეთ ბაგეტები.
  2. გაასუფთავეთ და დაჭერით თევზი მცირე ნაჭრებად, დაჭერით წვრილად ხახვი, მწვანილი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მოურიეთ.
  3. კოვზით ჩააღრმავეთ ბაგეტების ცენტრი. თითოეულში მოათავსეთ თევზის შიგთავსი.
  4. წაუსვით ზემოდან მაიონეზი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. გახეხეთ ყველი, მოაყარეთ ბაგეტებს და კვლავ 5-7 წუთით შედგით.

მიირთვით ოდნავ გაცივებული “ბუდეები” სალათთან ან ახალ ბოსტნეულთან. ასეთი ხემსი შეგიძლიათ პიკნიკებზეც წაიღოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!