ბოსტნეულის ასორტი – ყაბაყის და პომიდვრის დუეტი

1130

მე ძალიან მიყვარს დამარინადებული პომიდორი და ყაბაყი. დღეს უდაოდ მაგარ რეცეპტს გაგიზიარებთ!

ინგრედიენტები

  • 2 ყაბაყი
  • 1კგ პომიდორი
  • მარინადისთვის საჭირო სანელებები
  • 6 კბილი ნიორი
  • სურნელოვანი წიწაკა
  • 3ლ წყალი
  • 4 სუფრის კოვზი მარილი
  • 200მლ ძმარი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • როზმარინი ან კამა

მომზადება

1.გაასტერილეთ ქილები.

გარეცხეთ და გააშრეთ ბოსტნეული, მრგვლად დაჭერით ყაბაყი და ამოჭერით შუაგული. ამოჭრილ ნაწილას მოათავსეთ პომიდორი.

2.ქილის ძირზე მოათავსეთ 3 კბილი ნიორი, წიწაკა, როზმარინი.

3.აავსეთ ქილები ყაბაყით და დაასხით ცხელი წყალი. ქილებს დააფარეთ თავსაფარი და დაელოდეთ 10-15 წუთი.

ამ დროის გასვლის შემდეგ გადააქციეთ წყალი და ისევ ჩაასხით.

4.ამასობაში მოამზადეთ მარინადი. ამისათვის გააცხელეთ ქვაბში წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი, სანელებლები და ძმარი.

აადუღეთ მასა დაახლოებით 2-3 წუთი, ქილებიდან გადაასხით წყალიდა ჩაასხით მარინადი.

5.დააფარეთ თავზე და შეფუთეთ.

გემრიელად მიირთვით!