ბოლომდე გავსება: რატომ უნდა გაყინოთ ხახვი საყინულეში

110

შეიძლება თუ არა ხახვის გაყინვა საყინულეში და როგორ მოვიშოროთ მისი უსიამოვნო სუნი? Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს ხახვთან დაკავშირებით, რომელიც სამზარეულოში საქმიანობას უფრო სასიამოვნოს გახდის.

შეიძლება თუ არა ხახვის გაყინვა

ხახვი პროდუქტების უმეტესობას იდეალურად ეთავსება და ბევრი წასახემსებლის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მზარეულები ერთ–ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტად დამსახურებულად მიიჩნევენ. მწველი ბოსტნეული ხშირად ტირილს გვაიძულებს. ამის თავიდან ასაცილებლად დიასახლისებმა რამდენიმე ხრიკი მოიფიქრეს.

თუ ხახვით რაიმეს მომზადებას აპირებთ, წინასწარ საყინულეში შეინახეთ. მინიმუმ 15 წუთით საყინულეში გააჩერეთ. ამ დროში ხახვი გაცივდება, მაგრამ გემოს არ დაკარგავს. აი, ცრემლებს აღარ დაღვრით!

კიდევ ერთი ვარიანტი: იალტის წითელი ხახვი გამოიყენეთ, რომელიც თვალებს არ წვავს. ხახვის იისფერი ფერი და გაბრტყელებული ფორმა პოპულარული სახეობის მთავარი ნიშნებია. ასეთი ხახვის დაჭრა დიდი სიამოვნებაა, რადგან ტირილი ნამდვილად არ მოგიწევთ. იალტის წითელი ხახვის გემო ჩვეულებრივი ხახვისგან განსხვავდება: სასიამოვნოდ მოტკბოა.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი

ხახვის არომატის მოსაშორებლად ცხარე ბოსტნეული შეგიძლიათ დაამარინადოთ. ეს პატარა ხრიკი სალათებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, სალათში „ქაშაყი ქურქის ქვეშ“, რომელიც კლასიკურს უკან ჩამოიტოვებს.

ხახვი მაქსიმალურად წვრილად დაჭერით. მარილი, შაქარი და ძმარი დაუმატეთ. ურიეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ. დამარინადებული ხახვი ტკბილ–მჟავე და სასიამოვნოდ ხრაშუნა გახდება, ხოლო სალათი უფრო გემრიელი და დახვეწილი გამოვა. ამავდროულად, ხახვის მძაფრი სუნი დარბილდება.

თუ საღამოს პაემანზე ან შეხვედრაზე წასვლას გეგმავთ, გამომცხვარი ხახვი უშიშრად შეგიძლიათ მიირთვათ. გამოცხვარი ხახვის უპირატესობა ისაა, რომ ძალიან საინტერესო პიკანტური გემო აქვს და უსიამოვნო სუნს არ ტოვებს.

ხახვი ქერქიანად 100-150 გრადუს ტემპერატურაზე 15-30 წუთით აცხვეთ. გარნირად თევზი ან ხორცი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძალიან გემრიელი კომბინაცია გამოვა.

ერთ თავ ხახვს პირველადი დახმარების ნაკრების ნახევრის ჩანაცვლება შეუძლია. ჰიპოკრატე პირველი იყო, ვინც ხალხს ხახვით კურნავდა. ის ხახვს უნივერსალურ საშუალებად იყენებდა ანთების, ჭარბი წონის და სხვა უსიამოვნების დროს. რომაელები ცრემლსადენ ხახვს თვალის დაავადებების პრევენციისთვის და სამკურნალოდ იყენებდნენ. ზოგჯერ ხახვის ნაჭრებს თვალებზე იდებდნენ, რომ უკეთესი ეფექტი მიეღოთ. ხახვს გასაოცარი თვისებები აქვს. მკვლევარები ხახვის შემადგენლობას დღემდე სწავლობენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ გამოიყენონ.