ბლინების და ყველის ხემსი

97

ეს ცხობილა პირველად მოვამზადე 5 წლის წინ. მაშინ ამ კერძმა ძალიან დიდი ფურორი გამოიწვია, ამიტომაც მას დღესასწაულებზე ყოველთვის ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • სახამებელი 1 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 0,25 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • მაიონეზი 4-5 სუფრის კოვზი
  • ყველი
  • კამა
  • ნიორი
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.თავდაპირველად უნდა მოვამზადოთ ცომი ბლინებისთვის. ღრმა ჯამში მოათავსეთ არაჟანი, კვერცხი, სახამებელი, ფქვილი, ზეთი და მარილი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად.

2.გააცხელეთ ტაფა და შეწვით თხელი ბლინები. თქვენ უნდა გამოგივიდეთ დაახლოებით 7 ბლინი.

3.გახეხეთ ყველი მსხვილად. დაუმატეთ მაიონეზი, კამა და წიწაკა. დაჭყლიტეთ ნიორი და კარგად მოურიეთ შიგთავსს.

4.თითოეულ ბლინს წაუსვით ყველის შიგთავსი და გადაახვიეთ. კერძი გააფორმეთ მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!