ბისკვიტი რომ ძალიან მოცულობითი იყოს, დედა 1 საიდუმლო ინგრედიენტს იყენებს.

3404

თითქმის ყველა დიასახლისს თავისი საიდუმლო რეცეპტი აქვს, რომლის შესახებაც ისინი კულინარიულ წიგნებში და სოციალურ ქსელებში არ წერენ. ერთი ასეთი რეცეპტი ჩვენს ოჯახშიც გვაქვს, რომელსაც დედა ძალიან ხშირად იყენებს შეუდარებელი ბისკვიტების გამოსაცხობად. ვერ ვიტყვი, რომ ეს რეცეპტი გასაიდუმლოებულია, თუმცა მის შესახებ ბევრ თქვენგანს შეიძლება გაგნოლიც არ ჰქონდეს.

სანამ უშუალოდ რეცეპტს შემოგთავაზებთ, მინდა ერთი-ორი სიტყვა გითხრათ. დედაჩემს ყოველთვის შეუდარებელი ბისკვიტები გამოსდის, რაც არა მხოლოდ წლების სტაჟის, არამედ ერთი უბრალო, მაგრამ საიდუმლო ინგრედიენტის დამსახურებაა. ბოლომდე გაეცანით სტატიას და აუცილებლად ცადეთ ეს მეთოდი. პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ბისკვიტი ლიმონათზე

ბისკვიტი ძალიან ჰაეროვანი, მოცულობითი და არომატული რომ გამოვიდეს, თქვენ უბრალო ლიმონათი დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასმელი იყოს კარგად გაზირებული. ლიმონათის ნაცვლად, შგიძლიათ მინერალური გაზირებული წყლის ან სულაც შამპანურის გამოყენება.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 1/3 ჩ.კ. მარილი
  • ვანილი – 1 შეფუთვა
  • 1 ჭიქა მინერალური ლიმონათი
  • 150 გრამი მარგანინი ან კარაქი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 10 გრამი საფუარი

მომზადება:

1. მიქსერის გამოყენებით ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი.

2. წყლის აბაზანაზე გაადნენ მარგანინი ან კარაქი.

3. კვერცხის ათქვეფილ მასაში ჩაამატეთ ლიმონათი და გამდნარი მარგანინი, აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში.

4. ჩაამატეთ ფქვილი და საფუარი. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.

5. მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

6. ბისკვიტი ძალიან მაღალი, მოცულობითი და საოცრად ჰაეროვანი გამოვა.

ცადეთ ეს მარტივი ხრიკი და პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით აუცილებლად კმაყოფილი იქნებით. გაზიანი სასმელის დამატებით ის არნახულ მოცულობასა და ჰაეროვნებას იძენს.