ბისკვიტი, რომელსაც დედოფალი ვიქტორია სიამოვნებით მიირთმევდა შუადღის ჩაისთან ერთად

1350

ბისკვიტ “ვიქტორიას” ეს სახელი დედოფალი ვიქტორიას პატივსაცემად დაერქვა, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 63 წელი მეფობდა. ის სიამოვნებით მიირთმევდა ერთ ნაჭერ ბისკვიტს შუადღის ან დილის ჩაისთან ერთად.

ინგრედიენტები: 

ბისკვიტი

  • 200 გ ფქვილი
  • 2 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 180 გ უმარილო კარაქი (დარბილებული)
  • 1 ჭიქა (200 გ) შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 2 ს.კ. რძე
  • 3-4 ახალი მარწყვი, შუაზე გაჭრილი (გასაფორმებლად, სეზონურად)

შიგთავსი 

  • 120 გ უმარილო კარაქი (დარბილებული)
  • 1 ჭიქა (150 გ ) შაქრის პუდრი + დამატებით მოსაყრელად
  • 1/2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1 ჭიქა (300 გ) მარწყვის მურაბა

ულუფა: 8-10

მომზადება: 30 წუთი

ცხობა: 20-25 წუთი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი. ღუმელი 150 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის საცხობ ორ ფორმას (20 სმ) კარაქი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.
  2. გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.
  3.  კარაქი და შაქარი თქვიფეთ გათეთრებამდე და კრემისებური მასის მიღებამდე. სათითაოდ  დაამატეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ.
  4. თანდათან ფქვილი და რძე შეათქვიფეთ.
  5. მიღებული მასა წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადაანაწილეთ.
  6. აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
  7. 10 წუთით ფორმებშივე გააჩერეთ, შემდეგ კი ცხაურზე გადმოიტანეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  8. შიგთავსი. კარაქი, შაქრის პუდრი და ვანილი ათქვიფეთ.
  9. ერთი ბისკვიტი ლანგარზე მოათავსეთ და შიგთავსით დაფარეთ. ზედაპირზე ჯერ კრემი, შემდეგ მარწყვის მურაბა მოუსვით და ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ.
  10. მოაყარეთ შაქრის პუდრი და გადანახული მარწყვით გააფორმეთ.
  11. დაჭერით და მიირთვით.

თუ ეს რეცეპტი მოგეწონათ, გაუზიარეთ ის მეგობრებს.